ამასის II

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამასის II
იეროგლიფებში
სახელი
Hiero Ca1.png
ra W9 m ib
Hiero Ca2.png
პირადი სახელი
Hiero Ca1.png
N12 ms R24 zA
Hiero Ca2.png
ამასისის ქანდაკების ფრაგმენტი

ამასის II ასევე ცნობილი როგორც იაჰმეს II (? - ძვ. წ. 526). ძველი ეგვიპტის ფარაონი XXVI დინასტიიდან ძვ. წ. 570 - ძვ. წ. 526 წლებში. იქორწინა კირენის პრინცესაზე, ლაონიკაზე.

ამ ფარაონის შესახებ დაწვრილებით ჰეროდოტე მოგვითხრობს. ბერძენი ისტორიკოსის თანახმად, ამასისი ფარაონ აპრიესი მიახლოვებული პირი იყო. როდესაც ამ უკანასკნელმა შეიტყო დაწყებული ამბოხების შესახებ, მან ამბოხებულებთან გაგზავნა ამასისი, მოლაპარაკებებით საქმის მოსაგვარებლად. მაგრამ, როდესაც ამასისი ბანაკში ჯარისკაცების წინ გამოდიოდა, ვიღაც კაცმა მას თავზე მუზარადი დაახურა და განაცხადა, რომ ამით იგი ამასისს მეფედ აკურთხებს. ეს არ მომხდარა ამასისის ნების წინააღმდეგ. როდესაც აჯანყებულებმა იგი ფარაონად განაცხადეს, მან დაიწყო აპრიესის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მზადება. აპრიესმა ამასისთან გაგზავნა დიდებული სახელად პატარმებისი, რათა ანასისი მასთან ცოცხალი მოეყვანა. როდესაც პატარბისი ჩავიდა ანასისთან, და დაიწყო მისი დარწმუნება, რათა იგი ჩასულიყო ფარაონთან, ანასისი აიწია უნაგირზე, გაზი გაუშვა და შესთავაზა ამის ფარაონთან წაღება. ამას კი დაამატა, რომ მალე იგი აჯანყებულებთან ერთად, თავად გამოცხადდება აპრიესთან.

როდესაც ამასისი თავისი ლაშქრით ქალაქ მემფისთან მივიდა, ბრძოლა გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ აპრიესის დაქირავებული ჯარები კარგად იბრძოდნენ, მათ წააგეს, რადგან ამასისის მომხრეების რაოდენობა გაცილებით მეტი იყო. თვით აპრიესი ტყვედ ჩავარდა და მალე მოკლეს.

ასე გამეფდა ამასისი საისის ოლქიდან. თავიდან ეგვიპტელები დიდად არ სცემდნენ მას პატივს, რადგან უწინ იგი უბრალო მოქალაქე იყო. მაგრამ ამასისმა მოახერხა ხალხის სიყვარულის ეშმაკური და დელეკატური ხერხით მოპოვება. მის საგანძურში იყო დასაბანი თასი, რომელშიც მეფე და მისი სტუმრები ფეხებს იბანდნენ. ამასისმა ბრძანა ამ თასის გადადნობა და მისგან ღვთაების ქანდაკების გაკეთება და ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე დადგმა. ეგვიპტელები კი, როდესაც ქანდაკებას ჩაუვლიდნენ, ლოცულობდნენ მის წინაშე. როდესაც ამის შესახებ მეფეს მოახსენეს, მან ხალხი დიბარა და უთხრა, რომ ქანდაკება გაკეთებულია იმ თასისგან, სადაც ადრე აფურთხებდნენ, შარდავდნნ და ფეხებს იბანდნნ, ახლა კი ხალხი მის წინაშე ლოცულობს, ხო და მეფეც სწორედ ასე შეიცვალა, ადრე იგი უბრალო მოქალაქე იყო, ახლა კი ფარაონია. ამიტომ მას პატივი უნდა სცენ.

მეფე დილით ადრე იწყებდა საქმეების გარჩევას. შემდეგ ქეიფობდა და მხიარულობდა მეგობრებთან ერთად. ჯერ კიდევ როდესაც ამასისი უბრალო მოქალაქე იყო, მას უყვარდა გართობა და არ იყო სერიოზული საქმიანობისკენ განწყობილი, ხოლო როდესაც გაანიავა მთელი ქონება, როგორც ამბობდნენ, მეზობლებისგან იპარავდა.

ამასისის მეფობისას ეგვიპტე აყვავდა. როგორც ამბობდნენ მაშინ ქვეყანაში 20 000 ქალაქი იყო. ამასისმა ბრძანა, რომ ყოველ ეგვიპტელს უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია თავისი ოლქის მმართველისთვის შემოსავლების შესახებ. ხოლო ვინც ამას არ გააკეთებდა, სიკვდილით დაისჯებოდა.

ამასისს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ელინებთან. მან გადმოსახლებულ ბერძნებს მისცა ქალაქი ნავკრატისი, ხოლო მათ, ვინც მხოლოდ სავაჭროდ ჩამოდიოდა, მან უფლება და ადგილები მისცა ღმერთების ალტარების დასადგმელად.

კირენელებთან კი მეფემ თავდაცვითი და თავდასხმითი კავშირი დაამყარა და ცოლად მათი პრინცესა, ლაოდიკა მოიყვანა. ამასისმა დაიპყრო კვიპროსი და ხარკი დაადო კიპრიოტებს.

მმართველობის ბოლო პერიოდში ამასისს მოუწია სპარსეთის მეფესთან, კამბისთან ომის დაწყება. თავდაპირველად კამბისმა ამასისს ელჩი გაუგზავნა, რადგან მისი ასულის ცოლად მოყვანა სურდა. ხოლო ამასისის ასულის ცოლად მოყვანა კამბისს ამასისის მოძულე ეგვიპტელმა ექიმმა ურჩია, მან იცოდა, რომ თუ გაათხოვებდა შვილს, ძალიან დაღონდებოდა ფარაონი მასთან განშორებით, ხოლო თუ უარს იტყოდა, ამით შეურაცხყოფას მიაყენებდა კამბისს. ამასისს სძულდა და თან ეშინოდა სპარსების. თან იგი დარწმუნებული იყო, რომ კამბისს მისი ასული არა კანონიერ ცოლად, არამედ საყვარლად უნდოდა. საბოლოოდ ამასისმა ასეთი გამოსავალი მოიფიქრა: აპრიესს ჰყავდა ლამაზი ასული, სახელად ნიტეტისი. ამასისმა ბრძანა მისი ლამაზად გამოწყობა და გაგზავნა სპარსეთში. როდესაც კამბისმა მოტყუების ამბავი შეიტყო, იგი განრისხდა და ომი გამოუცხადა ეგვიპტეს.

სწორედ ამ დროს ამასისმა იჩხუბა დაქირავებული ჯარების მეთაურთან ფინესთან. ფინესი გაიქცა და სპარსეთის მეფეს მხარში ამოუდგა. მან ასწავლა სპარსებს უდაბნოს გზები და ურჩია, ამასისთან არაბები გაეშვათ თხოვნით, მიეცათ მის მიწებზე გასვლის საშუალება.

ამასისი სპარსების შემოსევამდე გარდაიცვალა. როდესაც კამბისმა დაიპყრო ეგვიპტე, მან ბრძანა სამარხიდან ამასისის მუმიის ამოღება, კაწკეპვლა და დაწვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6