ბარდია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარდია სპარსეთის მეფე აქემენიდების დინასტიიდან ძვ. წ. 522 წელს. კურუშ II-ს ვაჟი.

ბარდია საკმაოდ იდუმალებით მოცული ფიგურაა. იგი სპარსეთის სამეფოს დამაარსებლის კურუშ II-ს უმცროსი ვაჟი. როგორც დარიავახუშ I-ს წარწერა გვიამბობს, ბარდიას უფროსმა ძმამ, კამბუჯია II-მ, ეგვიპტეში გალაშქრებამდე, ბრძანა მისი მოკვლა, რადგან ეჭვობდა, რომ უმცროს ძმას ტახტის ხელში ჩაგდება სურდა. კამბუჯიას სურდა თავისი საქციელის დამალვა, ამის შესახებ მხოლოდ მისმა მსახურმა და მაგმა გაურმამ იცოდნენ. ეს გაურმა კი თურმე იმდენადე ჰგავდა მოკლულს, რომ ვერავინ მათ ვერ ასხვავებდა. კამბუჯიამ დაავალა მას მოკლული ძმის როლი ეთამაშა, რასაც გაუმატამ თავი რამდენიმე წლის მანძილზე მშვენივრად გაართვა.

კამბუჯია მალე ეგვიპტეში წავიდა, სადაც რამდენიმე წელი დაჰყო. ამასობაში სპარსეთში და მიდიაში არეულობები დაიწყო. გაუმატამ ამით ისარგებლა და თავი მეფედ გამოაცხადა, როგორც ბარდიამ. მისი ძალაუფლება უმალვე აღიარეს სპარსეთში, მიდიაში და ბაბილონეთში, ხოლო კამბუჯიას სიკვდილის შემდეგ ეგვიპტეშიც.

ახლა შეუძლებელია დარწმუნებით ვთქვათ, ბადრია მართლა კურუშის ძე იყო თუ თვითმარქვია. გამეფების შემდეგ, მან 3 წლით გაათავისუფლა დაპყრობილი ერები გადასახადებისგან და სამხედრო სამსახურისგან. ამ ნაბიჯმა მას ხალხი პოპულარობა მოუტა. მაგრამ დიდებულ;ებში ეჭვი აღძრა, რომ მეფე არ ენახვება საკუთარ კარის ხალხს. ჰეროდოტეს თანახმად, ერთერთმა დიდებულმა თავისი ასულისგან შეიტყო (რომელიც მეფის ჰარამხანაში იყო), რომ მეფეს არ აქვს ყურები, და ამრიგად მიხვდა, რომ ტახტზე თვითმარქვიაა. მან დაპატიჟა 6 მეგობარი, რომელთა შორისაც დარიავახუშიც იყო, და მათ შეთქმულება მოაწყვეს და იმ დღესვე სასახლეში მოკლეს მეფე.

  • Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6
წინამორბედი:
კამბუჯია II
სპარსეთის მეფე
ძვ. წ. 522
შემდეგი:
დარიავახუშ I
წინამორბედი:
კამბუჯია II
ეგვიპტის ფარაონი
ძვ. წ. 522
შემდეგი:
დარიავახუშ I
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე