ეგვიპტის პირველი დინასტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეგვიპტის პირველი დინასტია

 

ძვ.წ. 3100–ძვ.წ.  2890
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
დედაქალაქი თინისი
მთავრობა მონარქია
ისტორიული ერა არქაული პერიოდი
 -  შეიქმნა ძვ.წ. 3100
 -  გაუქმდა ძვ.წ.  2890

ძველი ეგვიპტის დინასტიები

ეგვიპტის პირველი დინასტია (ან დინასტია I; ძვ.წ. 3100 – ძვ.წ. 2890) მოიცავს გაერთიანებული ეგვიპტის მეფეთა პირველ სერიას. მათი მმართველობა უშუალოდ მოსდევს ზემო და ქვემო ეგვიპტის გაერთიანებას, რომლებიც სავარაუდოდ ფარაონმა ნარმერმა გააერთიანა. მათი მმართველობა აღნიშნავს ეგვიპტის ისტორიული დროის დასაწყისს. პირველი დინასტია არის ეგრეთწოდებულია არქაული პერიოდის ორი დინასტიიდან ერთ-ერთი.

ფარაონები და ეგვიპტელთა სამშენებლო ტექნიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინფორმაცია ამ დინასტიის შესახებ მიღებული რამდენიმე მონუმენტიდან და სხვა ობიექტებიდან, მათ შორი ყველაზე მნიშვნელოვანია ნარმერის ფილა და ნარმერის კვერთხისთავი. პირველი ორი დინასტიის შესახებ დეტალური ინფორმაცია და ჩანაწერები არ შემონახულა, გარდა პალერმოს ჰქვია. სწორედ მათ შემდეგ იეროგლიფები სრულად განვითარდა და მომდევნო სამი ათასი წლის შემდეგ მათში მხოლოდ მცირე ცვლილებებიღა შევიდა.

ფარაონების მასიური სამარხებში აბიდოსში და ნაქადაში, გარდა ამისა, სასაფლაოებში საქარაში და ჰელუანიში მემფისთან ახლოს, კარგად ჩანს მათი მშენებლობების სტრუქტურები, ისინი ძირითადად ხეს და ტალახის აგურებს იყენებდნენ. ასევე მცირე რაოდენობით იყენებდნენ ქვას, უმეტესად კედლებისა და იატაკის მშენებლობაში. ისინი ქვას მასიურად იყენებდნენ ორნამეტსების დასამზადებლად და ჭურჭლის დასამზადებლად, თუმცა სკულპტურების შესაქმნელად ქვას იშვიათად იყენებდნენ. იალღუნი - მერქნიან მცენარეთა ამ გვარის მარილის კედრით აშენებდნენ ნავებს, რომლებიც აბიდოსის ნავების სახელითაა ცნობილი. იმ დროინდელი ხის დამუშავების ერთ-ერთი ადგილობრი ტექნიკა იყო ჭრილი და შვერილის შეერთება (მუხლის გაკეთება). ამ ტექნიკის თანახმად ხის ერთ ნაჭერს თავში უკეთდება შრილი, ხოლო მეორე ხის ნაჭერს კი შვერილი, ისინი ერთმანეში ჯდება, რის შედეგადაც გადაბმის ადგილი იღებს მუხლის ფორმას. ჭრილი და შვერილის შეერთების ვარიანტები ხმელთაშუა ზღვის და ეგვიპტის გემთმშენებლობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნიკა გახდა.

ადამიანთა მსხვერპლად შეწირვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანთა მსხვერპლად შეწირვა პრაქტიკულად სამგლოვიარო რიტუალის ნაწილი იყო, რომელიც პირველი დინასტიის ყველა წევრთან არის დაკავშირებული. ეს რიტუალი თვალნათლივ არის დემონტრირებული პირველი დინასტიის წევრების სამარხებში. გარდაცვლილ ფარაონს მსხვერპლად მისივე მსახურებს სწირავდნენ, რომლებსაც ფარაონის ნეშტის სიახლოვეს კრძალავდნენ. ადამიანებთან ერთად გარდაცვლილ ფარაონს მსხვერპლად ცხოველებსაც სწირავდნენ. ფარაონ ჯერის საფლავში ფარაონთან ერთად დასაფლავებულია 338 პიროვნება, რომლებიც ფარაონს ჯერის მსხვერპლად შესწირეს. მსხვერპლად სწირავდნენ ადამიანებსაც და ცხოველებსად. მათ სჯეროდათ, რომ ყველა მსხვერპლი ფარაონს სიკვდილის შემდეგ, მეორე ცხოვრებაში დაეხმარებოდა. უცნობი მიზეზების გამო, დინასტიისთან ერთად დასრულდა. მსხვერპლშეწირვა უშებტიმ ჩაანაცვლა, სწორედ უშებტი ეხმარებოდა ფარაონს იმ სამუშაოში, რომელიც ფარაონს მეორე ცხოვრებაში ელოდა.

მმართველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეგვიპტის ისტორიის მიხედვით პირველი დინატიის მმართველები იყვნენ:

პირველი დინასტია
სახელი კომენტარი თარიღი ხანგრძლივობა
ნარმერი სავარაუდოდ ნარმერი იგივე მენესია, რომელმაც გააერთიანა ზემო და ქვემო ეგვიპტე ძვ.წ. 3150/3130 - 3050
ჰორ აჰა ძვ.წ. 3080 ± 30[1]
ჯერი ძვ.წ. 3073–3036 41 წელი
ჯეტი ძვ.წ. 3008–2975?
მერნეიტი დენის დედა ძვ.წ. 3008? 2946–2916
დენი პირველი ფარაონი ოქროს ჰორუსის სახელით ძვ.წ. 2975–2935 ან ძვ.წ. 2928–2911 19-დან 50 წლამდე
აჯიბი ძვ.წ. 2916–2896 20 წელი
სემერხეტი ძვ.წ. 2912–2891 20 წელი
კაა ძვ.წ. 2906–2886 30 წელი
შესაძლო ფარაონები
სახელი კომენტარი თარიღი ხანგრძლივობა
სენეფერკა სავარაუდოდ იმეფა მცირე დროით ძვ.წ. 2900 მცირე ხნით
ჰორუს-ბა სავარაუდოდ იმეფა მცირე დროით ძვ.წ. 2900 მცირე ხნით

შეიშვნა: მონაცემები ფარაონთა მმართველობის წლების შესახებ აღებულია ვიკიპედიის ინგლისურენოვანი გვერდიდან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
არც ერთი
 ეგვიპტის ფარაონთა დინასტია 
ძვ.წ. 3100 – ძვ.წ.  2890
შემდეგი:
II დინასტია