არტაქსერქსე II

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ართახშასა II (ფარსი اردشیر یکم ,ბერძნ. Ἀρταξέρξης "მართალთა სამეფოს მეუფე") (ძვ. წ. 445 - ძვ. წ. 359) სპარსეთის მეფე აქემენიდების დინასტიიდან ძვ. წ. 404 - ძვ. წ. 359 წლებში. დარიაბახუშ II-ს ვაჟი. იქორწინა სტატირაზე.

ართახშასას მმართელობის დასაწყისში მოხდა აქემენიდების იმპერიაში ერთერთი უსასტიკესი არეულობა. ართახშასა ტახტზე ავიდა თუ არა, მის წინააღმდეგ შეთქმულება დაიწყო მისმა უმცროსმა ძმა, კურუშმა, რომელიც მცირე აზიაში იყო მმართველი. ქსენოფონტეს და პლუტარქეს ცნობებით კურუში ღირსეული ადამიანი იყო და ძმაზე უკეთ შეეფერებოდა მეფობას. მას დაქირავებული ჯარები, კარგი დამხმარეები და ერთგული მეგობრები ჰყავდა, მაგრამ არ გაუმართლა. კუნაქსთან ბრძოლაში ძვ. წ. 401 წლის სექტემბერში, მისმა ჯარებმა დაამარცხეს ართახშასას არმია, მაგრამ კურუში ბრძოლაში დაიღუპა. ასე შეინარჩუნა ართახშასამ ძალაუფლება.

ართახშასას მმართველობის დროს მოხდა ცენტრალური ხელისუფლების დასუსტება, ხშირი იყო არეულობა, შეთქმულებები და აჯანყებები. ძვ. წ. IV საუკუნის პირველ წლებში სპარსებს მოუწიათ მცირე აზიაში სპარტასთან ომი. სპარტელებმა რამდენიმეჯერ სასტიკად დაამარცხეს სპარსები და გაძარცვეს ქვეყანა. მცირე აზიის განთავისუფლება მხოლოდ ძვ. წ. 395 წელს მოხერხდა, მეფემ მოქთამვით ომი გააჩაღა ელადაში, და სპარტანულმა ჯარმა დატოვა აზია. ძვ. წ. 386 წელს შედგა ანტალკიდის ზავი, რომლითაც სპარსეთმა დაიბრუნა დაკარგული იონიის ქალაქები.

ძვ. წ. 390 წელს დაიწყო ომი აჯანყებულ კვიპროსში, სადაც მეფე სალამინა ევაგორი მეფობდა. მისი მოკავშირე კი ჯერ კიდევ წინა მეფობისას დაკარგული ეგვიპტე იყო. ძვ. წ. 381 სპარსებმა კიტიასთან ბრძოლაში დაამარცხეს კვიპროსის ფლოტი. Aსემდეგ წელს კი ევაგორმა აღიარა სპარსეთის ბატონობა.

ძვ. წ. 373 წელს სპარსეთის ჯარი, ფარნაბაზის მეთაურობით შეიჭრა ეგვიპტეში, მაგრამ ლაშქრობა წარუმატებლად დასრულდა. იმავე წელს კაპადოკიის სატრაპი დატამი აუჯანყდა მეფეს. ძვ. წ. 367 წელს მას მხარი დაუჭირა ფრიგიის სატრაპმა არიობარზანმა. მათ სეკრიბეს არმია, სადაც ბევრი ბერძენი დაქირავებული მეომარი იყო. მათ მხარეს გადავიდნენ მიდიის სატრაპი აფტოფრადატი და იონიის სატრაპი ორონტი. მათი მოკავსირე გახდა ეგვიპტის ფარაონი ტახოსი. მაგრამ ეს აჯანყება არაფრით არ დასრულდა. ძვ. წ. 363 წელს ორონტი ისევ მეფის მხარეზე გადავიდა, ძვ. წ. 360 წელს კი არიობარზანი სიკვდილით დასაჯეს. ართახშასას მეფობის ბოლო წლებში, რთულად მისასვლელ ადგილზე მცხოვრები ტომები უკვე აღარ ემორჩილებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას და არ იხდიდნენ გადასახადებს. ხორეზმი, სოგდიანა და საკები სპარსეთის ქვეშერდომებიდან მოკავშირეებად იქცნენ.

წერენ რომ, ართახშასა მექალთანე იყო, მას 360 ხარჭა ჰყავდა, ასევე წერდნენ, რომ მას სექსუალური ურთიერთობები ჰქონდა საკუთარ შვილებთან ატოსასთან და ამესტრიდასთან, რომლებიც შემდეგ ცოლად მოიყვანა.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ართახშასამ მემკვიდრეთ თავისი ვაჟი დარიავახუში გამოაცხადა. ადათის თანახმად, მემკვიდრეს მეფისთვის ნებისმიერი საჩუქრის თხოვება შეეძლო, დარიახუშმა კი მოითხოვა ხარჭა - ასპასია. მეფეს ეს არ ესიამოვნა და ხარჭა ქურუმად აქცია. დარიახუში ამან განარისხა. ამით ისარგებლეს ართახშასას მტრებმა და მამა შვილს დაუპირისპირეს. დარიახუში შეთქმულებაში აღმოჩნდა ჩათრეული, როდესაც შეთქმულების ამბავი მეფემ გაიგო, მისი ვაჟი სიკვდილით დასაჯეს. მალე მეფეც მოკვდა.



  • Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6
წინამორბედი:
დარიახუშ II
სპარსეთის მეფე
ძვ. წ. 404 - ძვ. წ. 359
შემდეგი:
ართახშასა III