აპადანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პერსეპოლისის აპადანის ნაშთები

აპადანა (სპარს. آپادانا) — დიდი დარბაზი-მოედანი პერსეპოლისში. ფართობი 100 მ². დარბაზი გადახურული იყო სახურავით, რომელიც 24-მეტრიან 72 სვეტზე იყო დაფუძნებული. ძველ სპარსეთში ამავე ტერმინით მოიხსენიებოდა სხვა ანალოგიური ნაგებობებიც. დარბაზი, სავარაუდოდ, გამოიყენებოდა საზეიმო სამეფო მიღებების დროს.

პერსეპოლისის აპადანის აგება დაიწყო ძვ. წ. V საუკუნეში დარიოს I-ის დროს და დასრულდა ქსერქსე I-ის მეფობის პერიოდში. ორივე მმართველის გამოსახულება შემონახულია კომპლექსის აღმოსავლეთ კარებთან. კომპლექსი დაანგრია ალექსანდრე მაკედონელმა ძვ. წ. 331 წელს. ამჟამად შემორჩენილია 13 კოლონა 72-დან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: