ეგვიპტის მეოთხე დინასტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძველი ეგვიპტის დინასტიები

ეგვიპტის მეოთხე დინასტია (ასევე დინასტია 4 ან დინასტია IV) — ძველი ეგვიპტის სამეფო დინასტია. მათი მმართველობა მოიხსენიება, როგორც ეგვიპტის ძველი სამეფოს „ოქროს ხანა“. დინასტია IV-ის მმართველობა დაიწყო ძვ.წ. 2613 წელს და გაგრძელდა ძვ.წ. 2498 წლამდე. ეს იყო დრო როდესაც ეგვიპტეში მშვიდობა და კეთილდღეობა სუფევდა.

ხშირად III, IV, V და VI დინასტიებს ერთი ჯგუფის ქვეშ აერთიანებენ და მას „ძველ სამეფოს“ უწოდებენ. იგი აღწერილია, როგორც „პირამიდების ხანა“. მეოთხე დინასტიის მმართველობის დროს ეგვიპტის დედაქალაქი იყო მემფისი.

ფარაონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარაონი ჰორის სახელი მმართველობა იმეფა (ხანგრძლივობა) დაკრძალულია
სნეფრუ ნებმაატი ძვ.წ. 2613-2589 24, 30 ან 48 წითელი პირამიდა ?
ხეოფსი მეჯედუ ძვ.წ. 2589–2566 63, 23 ან 46 ხეოფსის პირამიდა
ჯედეფრე ხეპერი ძვ.წ. 2566–2558 ? 10-დან 14-მდე ჟედეფრეს პირამიდა
ხეფრენი უსერიბი ძვ.წ. 2558–2532 26 ხეფრენის პირამიდა
ბიხერისი ძვ.წ. 2532 ?
მენკაურა კახეტი ძვ.წ. 2532–2503 ? 18-დან 22-მდე მენკაურას პირამიდა
შეპსესკაფი შეპსესხეტი ძვ.წ. 2503–2499 ? 6-დან 8-მდე მასტაბა ელ-ფარაუნი
თამფთისი ძვ.წ. 2499–2494 ? 5 ?

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
III დინასტია
 ეგვიპტის ფარაონთა დინასტია 
ძვ.წ. 2613ძვ.წ. 2498
შემდეგი:
V დინასტია