მენტუჰოტეპ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მენტუჰოტეპ I-ის სახელი (№ 12) კარნაკის სია, იპეტ-ისუტიდან ლუვრი.

მენტუჰოტეპ Iძველი ეგვიპტელი ნომარქი. უასეტის ნომის მმართველი, მისი ცენტრი იყო თებეში. ნომს მართავდა პირველ გარდამავალი პერიოდში (დაახლ. ძვ. წ. 2133—2117 წწ.).

ნომარქ ინიოტეფის შვილი. სახელი მენტუჰოტეპი (მანტა-ხატპი) ნიშნავს „განდიდებულს, მშვიდობის მყოფელ მონტუს“ ან „მონტუ არის არსი“. სავარაუდოდ, მას არ მიუღია სამეფო ტიტული, მაგრამ იგი ითვლება XI (თებეს) დინასტიის დამაარსებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Wolfram Grajetzki, The Middle Kingdom of Ancient Egypt: History, Archaeology and Society, Duckworth Egyptology, London 2006, ISBN 978-0715634356