აქემენიდების დინასტია
ვიკიპედიიდან
აქემენიდების დინასტია - სპარსეთში მმართველი დინასტია ძვ. წ. 700 - ძვ. წ. 330.
[რედაქტირება] გენეალოგია
[რედაქტირება] ისტორია
ირანის პლატოზე ინდო-არიული ტომები პირველად ძვ. წ. X საუკუნეში გამოჩნდნენ. მანამდე აქ არაარიული ხალხი ელამები ცხოვრობდნენ, რომლებიც დრავიდებს ენათესავებოდნენ. ძვ. წ. VIII საუკუნის ბოლოს დაიწყო სპარსების სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ტრადიციისამებრ პირველი სპარსული დინასტიის ფუძემდებლად ითვლება ხახამანიში. მისი უახლოვესი ჩამომავლების შესახებ მხოლოდ ბუნდოვანი ცნობები შემორჩა. გავრცელებული ვერსიის თანახმად, ჩიშპიშის შემდეგ სპარსებს ორი დინასტია ჰყავდათ. ერთერთი იყო უფროსი, მართავდა ელამთა დედაქალაქში, არშამაში. სად მართავდნენ უმცროსი დინასტიის წარმომადგენლები, უცნობია. ამ ორი შტოს ურთიერთობის შესახებ არანაერი ცნობები არ არსებობს. ცნობილია მხოლოდ რომ, უმცროსი აქემენიდები ძვ. წ. VI საუკუნის შუა პერიოდიდან აღარ ითვლებოდნენ მეფეებად.
კურუშ II, სპარსეთის მძლაფრი სახელმწიფოს ფუძემდებელი, მართავდა ანშანაშიც და პარსშიც, ხოლო არშამას შვილიშვილი დარიავახუშ I გამეფებამდე უბრალო მეომარი იყო და არავითარი სამეფო პივილეგიებით არ სარგებლობდა. ჰეროდოტეს თანახმად იგი მხოლოდ თავისი სიმმაცის გამო გახდა მეფე, და არა იმიტომ რომ აქემენიდების გვარის იყო. თუმცა ძვ. წ. VI საუკუნემდე უფროსი აქემებიდებიც მხოლოდ და მხოლოდ მიდიის მეფის მორჩილები იყვნენ.
კურუშ II-ს დროს მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. 25 წლიანი ომების შედეგად მან დაიპყრო მეზობელი სახელმწიფოები და სპარსეთი წინა აზიის უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია. ძვ. წ. V საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდად სპარსეთი შიდა არეულობებმა დაასუსტა. ძვ. წ. 424 წელს, ართახშასა I-ს სიკვდილის შემდეგ გამეფდა მისი ვაჟი ხშაიარშა II, მაგრამ გამეფებიდან 45 დღეში იგი საკუთარ საძინებელში მოკლეს. მათ ტახტზე მისი ნახევარ ძმა სეკუდიანი აიყვანეს. მან მხოლოდ 7 თვე დაჰყო ტახტზე, თუმცა ბევრი სატრაპი მას არ სცნობდა კანონიერ მეფედ. მისმა ნახევარძმამ ვახაუკმა მოაწყო გადატრიალება და ძვ. წ. 423 წელს გამეფდა დარიავახუშ II-ს სახელით. მასაც აუჯანყდა ძმა, მაგრამ მეფემ მოახერხა აჯანყების ჩახშობა და ძმა სიკვდილით დასაჯა.
დარიახუშის მმართველობისთვის დამახასიათებელია ხშირი აჯანყებები და შეთქმულებები. შეთქმულებებში დედოფალი პარუშიატიში იღებდა აქტიურ მონაწილეობას. სატრაპებს შორის ომები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მეფის ძალაუფლება დაკნინდა. ძვ. წ. 410 - ძვ. წ. 408 წლებში აჯანყდნენ მცირე აზიის და მიდიის ხალხები. ძვ. წ. 405 წელს იმპერიას რამდენიმე ათწლეულით ჩამოშორდა ეგვიპტე. არეულობები არ შეწყვეტილა ართახშასა II-ს ხანგძლივი მმართველობისასაც. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა უკანასკნელი ენერგიული აქემენიდი - ართახშასა III. სასტიკი ზომებით მან ცოტა ხნით აღადგინა იმპერიის ერთიანობა და დაიბრუნა ეგვიპტე. მისი ვაჟის არშის ხანმოკლე მმართველობის შემდეგ ტახტზე აქემენიდების დინასტიის სხვა შტოს წარმომადგენელი დარიავახუშ III ავიდა. იგი სპარსეთის უკანასკნელი მეფე გახდა. ძვ. წ. 334 - ძვ. წ. 330 ლებში აქემენიდების იმპერია ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო, და მან არსებობა შეწყვიტა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6

