მემუარები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მემუარები (ფრანგ. memoire < ლათ. memoria - მოგონება), ეპიკური ჟანრის პუბლიცისტური ნაწარმოები. იმ პირთა ჩანაწერები, რომელნიც წარსულ ამბავთა მონაწილენი თუ თვითმხილველნი იყვნენ. თხრობის ფორმითა და ასახული მასალის მოწოდებით უახლოვდება დღიურს.

მემუარებში ორი მხარეა საყურადღებო:

ა) მწერლის პიროვნული, ავტობიოგრაფიული მომენტის წინ წამოწევა, რომლითაც შესაძლებლობა გვეძლევა გავეცნოთ მისი ცხოვრების ზოგიერთ მხარეს;

ბ) საერთო საზოგადოებრივი ამბების, ეპოქის, ისტორიული შემთხვევების, საზოგადოებრივი აზრის განვითარების აღწერა, რომლის უშუალო მონაწილეც ზოგჯერ თვით მწერალი ყოფილა. ამიტომ, ძალზე ხშირად, მეტად მნიშვნელოვანია მემუარების ავტორის მიერ მოწოდებული ცნობები.

მემუარებს ნიმუშებია: სენ-სიმონის მემუარები, ნაპოლეონ ბონაპარტეს მემუარები წმინდა ელენედან, შარლ დე გოლის მემუარები. ქართულ ლიტერატურაში აღსანიშნავია დ. კლდიაშვილის, დ. ყიფიანის და ა.შ. მემუარები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]