მშვიდობით, იარაღო!

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მშვიდობით, იარაღო!
A Farewell to Arms
Hemingway farewell.jpg
რომანის პირველი გამოცემა
ავტორი

ერნესტ ჰემინგუეი

ქვეყანა

აშშ

ენა

ინგლისური

თემა

ომი, სიყვარული

ჟანრი

ნახევრად ავტობიოგრაფიული

გამომცემელი

Scribner's Magazine

გამოცემის თარიღი

მაისი–ოქტომბერი, 1929

მთარგმნელი

ვახტანგ ჭელიძე

ქართულად გამოიცა

1960

გვერდი

297 (პირველი Scribner-ის გამოცემა)

oclc

36103848

წინამორბედი

მამაკაცები უქალებოდ

მომდევნო

სიკვდილი ნაშუადღევს

ISBN

ISBN 0-684-83788-9

მშვიდობით, იარაღო! (ინგლ. A Farewell to Arms) — ერნესტ ჰემინგუეის ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი, რომლის მთავარი თემაა პირველი მსოფლიო ომი და სიყვარული. წიგნში, რომელიც დაიწერა 1929 წელს, პირველ პირში ჰყვება ამბავს ამერიკელი ფრედერიკ ჰენრი, რომელიც იყო იტალიის არმიის საველე ჰოსპიტალის ლეიტენანტი ("Tenente"). სახელწოდება აღებულია მე-16 საუკუნის ინგლისელი დრამატურგის, ჯორჯ პილის პოემიდან.[1]

რომანი პირველად იქნა ადაპტირებული 1932 წელს.[2]

ვახტანგ ჭელიძის მიერ ქართულად ნათარგმნი რომანი პირველად გამოიცა 1960 წელს, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ მიერ, 20 000-იანი ტირაჟით.

სიუჟეტი[რედაქტირება]

რომანი დაყოფილია ხუთ წიგნად. პირველ წიგნში რინალდი წარუდგენს კეთრინს ბაკლის ჰენრის; ჰენრი ცდილობს, რომ კეთრინი შეაცდუნოს, და ასე იწყება მათი ურთიერთობა. იტალიურ ფრონტზე ყოფნის დროს, იგი დაიჭრა ფეხში და იქნა გაგზავნილი მილანის ჰოსპიტალში. მეორე წიგნი გვიჩვენებს ჰენრისა და კეთრინის ურთიერთობების გაღრმავებას, მას შემდეგ რაც ერთად გაატარეს მთელი ზაფხული მილანში. ჰენრის შეუყავრდება კეთრინი და იმ დროისთვის, როდესაც იგი განიკურნება, კეთრინი უკვე სამი თვის ფეხმძიმე იქნება. მესამე წიგნში, ჰენრი ბრუნდება თავის გაერთიანებაში. თუმცა, არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ავსტრიელები და გერმანელები არღვევენ იტალიის ხაზებს კაპორეტოს ბრძოლაში. იტალიელები უკან იხევენ. ჰენრი კლავს საინჟინრო სერჟანტს დაუმორჩილებლობის გამო. ამის შემდეგ, ჰენრის საეჭვო პიროვნებად თვლიან და იჭერენ. იგი ხედავს, რომ პოლიციელები შეუბრალებლად ხოცავდნენ დამნაშავეებს და გაქცევას გადაწყვეტს. მან ეს მოახერხა მდინარეში ჩახტომით. მეოთხე წიგნში ჰენრი და კეთრინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს და შვეიცარიაში გარბიან ნიჩბიანი ნავით. უკანასკნელ წიგნში, ჰენრი და კეთრინი მშვიდად ცხოვრობენ მთებში, მანამ, სანამ კეთრინს დაეწყებოდა მშობიარობა. ხანგრძლივი და მტკივნეული მშობიარობის შემდეგ, მათი შვილი იაბადება მკვდარი. კეთრინს ეწყება სისხლდენა და მალევე კვდება, ხოლო ჰენრი იძულებულია მარტო დაბრუნდეს სასტუმროში, წვიმიან ამინდში.

პერსონაჟები[რედაქტირება]

  • ლეიტენანტი ფრედერიკ ჰენრი - რომანის მთხრობელი და მთავარი გმირი. იგი არის ახალგაზრდა ამერიკელი, რომელიც, პირველი მსოფლიო ომის დროს, მუშაობს მოხალისედ იტალიური არმიის სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლად.
  • კეთრინ ბაკლი - ინგლისელი მოწყალების და, რომელსაც შეუყვარდება ჰენრი. როგორც ჰენრი აღნიშნავს, კეთრინი არის განსაკუთრებულად ლამაზი.
  • რინალდი - ქირურგი იტალიის არმაში. იგი არის ჰენრის საუკეთესო მეგობარი.

გამოცემები ქართულ ენაზე[რედაქტირება]

  • ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით, იარაღო!, მოთხრობები (ინგლ. თარგმნა ვახტანგ ჭელიძემ). - თბილისი, 1992 წ, 320გვ, 10000ც.
  • ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო!, აღმოხდების მზე (ფიესტა) (ინგლ. თარგმნა ვახტანგ ჭელიძისა). - თბილისი. გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", 1960 წ, 479გვ, 20000ც.
  • ერნესტ ჰემინგუეი - თხზულებანი 4 ტომად; 1-ლი ტომი: მშვიდობით იარაღო; იქ, მიჩიგანში; ბატონი და ქალბატონი ელიოტი; პედუცი; ორმოცდაათი ათასი; მკვლელები; კატა წვიმაში; ბერიკაცი ხიდთან (ინგლ. თარგმნეს: ვ. ჭელიძემ, მ. ქარჩავამ, ნ. ღამბაშიძემ) გამომცემლობა "ლიტერატურა და ხელოვნება", 1965 წ, 365გვ, 20000ც.
  • ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო!, აღმოხდების მზე (ფიესტა), ქონა თუ არქონა. (ინგლ. თარგმნა ვ. ჭელიძემ). თბილისი. გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", 1976 წ. 630გვ. 20000ც.
  • ერნესტ ჰემინგუეი - მშვიდობით იარაღო!, კილიმაჯაროს თოვლიანი მთა, მოხუცი და ზღვა (ინგლ. თარგმნეს ვ. ჟელიძემ და ა. რატიანმა). თბილისი. გამომცემლობა "ნაკადული". 2005 წ. 432 გვ. 4000ც

სქოლიო[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]