ზემო ფრისი
ზემო ფრისი (ყოფ. ქართული ფრისი) — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ერედვის თემში.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მდებარეობს გუდისის ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1000 მეტრი, ცხინვალიდან 5 კილომეტრი.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. ...).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 511.