ერედვის თემი
თემი | |
---|---|
ერედვის თემი | |
![]() ერედვის თემის რუკა | |
ქვეყანა |
![]() |
მუნიციპალიტეტი | ერედვის მუნიციპალიტეტი |
ადმ. ცენტრი | ბერულა |
ოფიციალური ენა | ქართული |
მოსახლეობა | 2963[1] კაცი (2002) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები, ოსები |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ერედვის თემი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში.[2] ადმინისტრაციული ცენტრი — სოფ. ბერულა. მის შემადგენლობაში შედის სოფლები: არგვიცი, ბერულა (ცენტრი), ერედვი, ზემო ფრისი, მამისაანთუბანი და ფრისი.[3] ადრე ბერულის თემი ერქვა. 2002 წლის აღწერაში ბერულის თემისთვისაა მიკუთვნებული სოფელი არცევიც (მისი ნაწილი, ე. წ. „ქართული არცევი“).[1] 2008 წლამდე ერედვის თემის სოფლებიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა ფრისს. 2008 წლიდან ერედვის თემი, ისევე როგორც მთლიანად ერედვის მუნიციპალიტეტი, ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[4] და დე ფაქტოდ შედის სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ამონაწერი მუნიციპალიტეტების რეესტრიდან წაკითხვის თარიღი: 16 იანვარი, 2020
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 334.
- ↑ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. matsne.gov.ge (28 აგვისტო, 2008). ციტირების თარიღი: 27 დეკემბერი, 2019.