გუდისის ქედი
იერსახე
გუდისის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 42°24′03″ ჩ. გ. 44°10′37″ ა. გ. / 42.400889° ჩ. გ. 44.177056° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | შიდა ქართლის მხარე |
უმაღლესი წერტილი | ღვიდისი |
სიმაღლე | 2945 მ |
სიგრძე | 32 კმ |
ამგებელი ქანები | ფიქალი, კირქვა, ქვიშაქვა, მერგელი, თიხა და კონგლომერატი |
გუდისის ქედი — ქედი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში. მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების დიდი ლიახვისა და პატარა ლიახვის წყალგამყოფი. გამოეყოფა გერმუხის ქედს მანგაავცაგის მწვერვალთან. სიგრძე 32 კმ, უმაღლესი მწვერვალი ღვიდისი (2945 მ). გუდისის ქედი რკალის ფორმისაა, მიმართულია სამხრეთისაკენ. აგებულია ზედაიურული ფიქლებით, კირქვებითა და ქვიშაქვებით, ქვედაცარცული კირქვებითა და მერგელებით, სარმატული ქვიშაქვებით, თიხებითა და კონგლომერატებით. მაღალ ადგილებში ტროგებისა და მორენების სახით შემორჩენილია ძველი გამყინვარების კვალი. თხემი და ჩრდილოეთი კალთა შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით, დანარჩენ კალთაზე მუხის, რცხილის, წიფლისა და სოჭის ტყეებია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნემანიშვილი ს., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 188.