ბურნათი
სოფელი | |
---|---|
ბურნათი | |
ბურნათი ზამთარში | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | კოხნარი |
კოორდინატები | 42°02′10″ ჩ. გ. 42°17′20″ ა. გ. / 42.03611° ჩ. გ. 42.28889° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 280 მ |
მოსახლეობა | 271[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ბურნათი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კოხნარის თემში (სოფლები: ბურნათი, კოხნარი, ნაკადული, წიფნარი). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთით, მდინარე ხევისწყლის მარცხნივ, ზღვის დონიდან 280 მ., ჩოხატაურიდან 8 კმ., საჯავახოდან 10 კმ., კოხნარიდან 3 კმ. სოფელში გადის საავტომობილო გზა საჯავახო-ჩოხატაური.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი შედიოდა ნონეიშვილების სასოფლო საზოგადოებაში. 1870-იან წლებში მისი მოსახლეობა იყო 58 კომლი.[2] სოფელში იდგა პეტრე და პავლე მოციქულების ეკლესია. 1809 წელს სოფელში გაიხსნა ბერძნისწყარო.[3] 1958 წელს სოფელში გაიხსნა ბორის ძნელაძის სახლ-მუზეუმი. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 271 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[4] | 676 | ||
1911[5] | 793 | ||
2002[6] | 418 | 199 | 219 |
2014[1] | 271 | 139 | 132 |
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შალვა ძნელაძე (1892-1934) — ფერმწერი, გრაფიკოსი
- გივი ძნელაძე (1927-2002) — პოეტი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 580.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ბაქრაძე დ ., „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987 [1878]. — გვ. 193.
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20767
- ↑ Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 209.
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 136.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|