ბორის ძნელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბორის ძნელაძე
ბორის ძნელაძე.jpg
ბორის ძნელაძე
დაბ. სახელი ბორის ძნელაძე
დაბ. თარიღი 23 აგვისტო/5 სექტემბერი, 1901
გორი, საქართველო
გარდ. თარიღი 5 ოქტომბერი, 1923
ბორჯომი, საქართველო
დაკრძალულია თბილისი
საქმიანობა რევოლუციონერი/კომკავშირელი

ბორის დავითის ძე ძნელაძე (დ. 23 აგვისტო [ძვ. სტ. 5 სექტემბერი], 1901, გორი — გ. 5 ოქტომბერი, 1923, ბორჯომი) — საქართველოს კომკავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი. კომპარტიის წევრი 1917 წლიდან. 1917-1918 წლებში ძნელაძის ხელმძღვანელობით თბილისში ჩამოყალიბდა „სპარტაკის“ ორგანიზაციები.

1919 წელს იგი აირჩიეს „სპარტაკის“ თბილისის კომიტეტის ხელმძღვანელად, შემდეგ „სპარტაკის“ ამიერკავკასიის დროებითი სამხარეო კომიტეტის ხელმძღვანელად, სექტემბერში — რაკკ ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტში. რევოლუციური მოღვაწეობისათვის ძნელაძე 1919-1920 წლებში მენშევიკებმა 5-ჯერ დააპატიმრეს, 2-ჯერ გაასახლეს საქართველოდან. 1920 წლის აგვისტოში აირჩიეს საქართველოს კომკავშირის ცკ-ის მდივნად. მონაწილეობდა რაკკ III ყრილობის მუშაობაში.

1921 წელს მე-11 წითელი არმიის რიგებში იბრძოდა თბილისის მისადგომებთან. იმავე წლის თებერვალში აირჩიეს კომკავშირის თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივნად, სექტემბერში კი რაკკ კავკასიის სამხარეო კომიტეტის შემადგენლობაში შეიყვანეს და კავკასიის სამხარეო კომიტეტის მდივნის მოვალეობის შესრულება დაავალეს. 1921 წლის დეკემბერში აირჩიეს საქართველოს კპ დუშეთის სამაზრო კომიტეტის მდივნად. შემდეგ მუშაობდა სამხარეო სკოლის პოლიტკომისრად.

მისი სახელობის იყო თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლე, ამჟამად საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე. მისი სახელი ნიენიჭა მწვერვალს კავკასიონზე.

1976 წელს ქალაქ თბილისის მახლობლად, შავნაბადის მთის სამხრეთ კალთაზე, გაშენდა „კომკავშირული ქალაქი ბორის ძნელაძე“, რომელიც 1989 წლიდან გარკვეული დროით მხედრიონის ბაზად იქცა.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]