შალვა ძნელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ძნელაძე.

შალვა ანტონის ძე ძნელაძე (დ. 15 ივლისი, 1892, ბურნათი, ოზურგეთის მაზრა — გ. 19 სექტემბერი, 1934) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა თბილისში ნატიფ ხელოვნებათა ხელშეწმყობი კავკასიური საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში. 1917 წელს დაამთავრა კიევის სამხატვრო სასწავლებელი. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისში საშუალო სკოლებში.

ავტორია ქაღალდზე ფანქრით, სანგინით, ტუშით ან აკვარელით შესრულებული მცირე ზომის ნახატებისა. მისი შემოქმედების მთავარი თემაა გურიის ყოფა. შესრულებული აქვს სიმონ გუგუნავას პოემა „თამარიანისა“ და ეგნატე ნინოშვილის თხზულებათა ილუსტრაციები. მისი ნახატებისთვის დამახასიათებელია რამდენადმე დეკორატიული დინამიკური კომპოზიცია, ცოცხალი, ექსპრესიული, ზოგჯერ თითქმის გროტესკული ფიგურები. მისი ნამუშევრები „აჯანყებულთა ხელში“ (1926), „ხევსურის სიკვდილი“ (1928), „აჯანყებულთა ფიცი“ (1932), „კრიმანჭული“, „ჯანყი გურიაში“ (1934) დაცულია სურათების ეროვნულ გალერეაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]