უსადენო ტექნოლოგიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უსადენო ტექნოლოგიებისაინფორმაციო ტექნოლოგიების ქვეკლასი. გამოიყენება სიშორეზე ინფორმაციის გადასაცემად ორ ან მეტ წერტილს შორის, მათ შორის უშუალო სადენიანი კავშირის მოთხოვნის გარეშე. უსადენოდ ინფორმაციის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს ლაზერული ან ოპტიკური გამოსხივების ან რადიოტალღების საშუალებით.

ამჟამად არსებობს მრავალი უსადენო ტექნოლოგია, რომლებიც მომხმარებლებისთვის ხშირად ცნობილია მათი საბაზრო სახელწოდებებით, მათ შორისაა Wi-Fi, WiMAX, Bluetooth. თითოეულ თექნოლოგიას გააჩნია თავისი განსაზღვრული თვისებები, რაც განაპირობებს მათი გამოყენების ამა თუ იმ სფეროს.

კლასიფიკაციის მიდგომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს უსადენო ტექნოლოგიების კლასიფიკაციის სხვადასხვა მიდგომები.

  • ტოპოლოგიის მიხედვით:
    • „წერტილი-წერტილი“
    • „წერტილი-მრავალწერტილი“
  • გამოყენების სფეროს მიხედვით:
    • კორპორატიული (უწყებრივი) უსადენო ქსელები — იქმნება კომპანიების მიერ საკუთარი საჭიროებებისთვის.
    • ოპერატორული უსადენო ქსელები — იქმნება კავშირგაბმულობის ოპერატორების მიერ მომსახურების გაწევისვის.

უსადენო და სადენიანი ქსელებით ინფორმაციის გადაცემის განსხვავებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მახასიათებელი სადენიანი უსადენო
გადაცემის გარემო კაბელი (ოპტიკური, სპილენძის) კაბელის საჭიროება არ არის, მონაცემები გადაიცემა ელექტრომაგნიტური ტალღებით
აბონენტთა მობილურობა არ არის უზრუნველყოფილი შეიძლება იქნას უზრუნველყოფილი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]