უკუღმა ეკლესია
იერსახე


უკუღმა ეკლესია — ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სასხორში. მდებარეობს სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, ციცაბო ფერდობზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII-IX საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (7,5 X 4,8 მ), ნაგებია ღია ფერის კირქვისა და ქვიშაქვის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქვებით. ეკლესია სამხრეთით კლდოვან ფერდობშია შეჭრილი, ამიტომ შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. აქედან მომდინარეობს სახელწოდებაც - „უკუღმა ეკლესია“. შესასვლელი სწორკუთხაა, შიგნიდან არქიტრავით გადახურული. აღმოსავლეთით მხრებით გამოყოფილი ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე ფართო სარკმელია გაჭრილი. მის ჩრდილოეთით სწორკუთხა ნიშია. შენობა დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე, რომლის ფრაგმენტები შემორჩენილია ჩრდილო-დასავლეთ კუთხესთან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 309.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: