აბულეთის სამონასტრო კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბულეთის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მის დასავლეთით 11 კმ–ში მდებარე სოფელ სათოვლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, აბულეთის ბორცვზე, მდინარე ხეკორძულას მარჯვენა შენაკადის, ე.წ. ზარიძეების წყლის სათავესთან, ადგილ ნაბაღრებში.

კომპლექსის შემადგენლობაში შედის წმინდა გიორგის დიდი და მცირე ეკლესიები, სვეტი, ქვაყუთები, ორმოსამარხები, სათავსები და სხვადასხვა შენობათა ნაშთები.

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია თარიღდება XI საუკუნით. 1977-1981 წლებში ჩატარდა არქეოლოგიოური გათხრები, ბორცვის თხემზე და მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდზე აღმოჩენილ იქნა 2 სათავსი, თორმეტი ქვაყუთი და ორი ორმოსამარხი. ისინი თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრით, ადრინდელი, განვითარებული და გვიან ფეოდალური ხანით.

აბულეთის სამონასტრო კომპლექსი მცხეთა–თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]