საგურამოს ღვთისმშობელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საგურამოს ღვთისმშობელიეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში. მდებარეობს სოფლის სამხრეთით 300-400 მეტრზე, სასაფლაოზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (9,6 X 5,7 მ), ნაგებია რიყის ქვით. კუთხეებში და კარ-სარკმლების წირთხლებად შირიმის ქვაა გამოყენებული. მოგვიანებით ეკლესია შეუკეთებიათ: გადაუხურავთ ხის ნახევარწრიული კამარით, აღუდგენიათ კედლების ზედა ნაწილები, ლავგარდანი, გადაუკეთებიათ გრძივი კედლების სარკმლები, დასავლეთ კედელში გაუჭრიათ მრგვალი სარკმელი. შეკეთების დროს ნახმარია კვადრატული აგური. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთ ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ჩრდილოეთით პატარა სწორკუთხა ნიშია, ხოლო სამხრეთით, კედლის სისქეში - პატარა სადიაკვნე, რომელსაც აღმოსავლეთით პატარა თაღოვანი სარკმელი აქვს. თითო სარკმელია ეკლესიის დასავლეთ და გრძივ კედლებში. ინტერიერი შელესილია. შელესილობის ქვეშ მოხატულობის კვალი შეიმჩნევა.

ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან გვიანდელი მინაშენია. მისი სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხე მომრგვალებულია, დანარჩენი კუთხეები სხვადასხვა დახრილობისაა. მინაშენის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია ფართო თაღოვანი გასასვლელი, ხოლო სამხრეთ კედელში - ვიწრო შესასვლელი და მცირე სწორკუთხა სარკმელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]