ლისის წმინდა ესტატეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
წმინდა ესტატეს ეკლესია

ლისის წმინდა ესტატეს ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისში. მდებარეობს სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (9,65 X 5,35 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, ფასადები მოპირკეთებულია თლილი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთ ფასადში ერთი სწორკუთხა სარკმელი და მის ორივე მხარეს თითო ღრმა ნახევარწრიული (სიმაღლე 2 მ) და თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე შემორჩენილია პილასტრები, რომლებსაც კამარის საბჯანი თაღი ეყრდნობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: