საგურამო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი
საგურამო
ილიაობა საგურამოში, 1896 წლის 20 ივლისი
ილიაობა საგურამოში, 1896 წლის 20 ივლისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთი
მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტი
თემი საგურამო
კოორდინატები 41°54′02″ ჩ. გ. 44°45′31″ ა. გ. / 41.90056° ჩ. გ. 44.75861° ა. გ. / 41.90056; 44.75861
ზღვის დონიდან 550
მოსახლეობა 1921[1] კაცი (2014)
ეროვნული
შემადგენლობა
ქართველები (99%)[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საგურამო (საქართველო)
Red pog.svg
საგურამო (მცხეთა-მთიანეთის მხარე)
Red pog.png

საგურამოსოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში, თბილისის ჩრდილოეთი, მდ. არაგვის მარცხენა მხარეს, 550 მ სიმაღლეზე.[3] თემის ცენტრი.[1]

მოსახლეობის რაოდენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1921 ადამიანი.[1]

წელი მოსახლეობა
1989 1400[3]
2002 1600[2] Increase2.svg
2014 1921 Increase2.svg

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგურამოს ტერიტორია შედიოდა ისტორიულ ხერკში, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით საგურამოსთან ერთად თეზმის ხევსაც მოიცავდა. კახეთის მეფემ ალექსანდრე I-მა ხერკის ნაწილი გუარამ ზედგინიძესა და მის ძმებს უწყალობა. ამის შემდეგ ეწოდა მას საგურამო.[3]

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგურამოშია ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი. სოფლიდან ზედაზნისკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს შემორჩენილია ქასური გიორგის სამეკლესიიანი ბაზილიკის ნანგრევები.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 ენციკლოპედია „თბილისი“, 2002 წ., გვ. 763.