შინაარსზე გადასვლა

ორთვალას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ორთვალას ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში. მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით 700-800 მეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (5,6 X 4 მ), ნაგებია რიყის ქვით. საკურთხევლის აფსიდი შებრტყელებული ნახევარწრის ფორმისაა. აფსიდში სწორკუთხა სარკმელია, მის ორივე მხარეს - თითო პატარა სწორკუთხა ნიში. ეკლესიის სამხრეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია.