ქსოვრისი
სოფელი | |||
---|---|---|---|
ქსოვრისი | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | მცხეთის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | ქსოვრისი | ||
კოორდინატები | 41°58′40″ ჩ. გ. 44°31′21″ ა. გ. / 41.97778° ჩ. გ. 44.52250° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 640 მ | ||
მოსახლეობა | 1268[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები (99,6 %) | ||
რელიგიური შემადგენლობა | მართლმადიდებლები | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
|
ქსოვრისი — სოფელი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ქსოვრისი, ვარდისუბანი).[1] მდებარეობს მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 640 მეტრი.[2]მცხეთიდან 22 კმ., ქსნის რკინიგზის სადგურიდან 15 კმ. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა მეთესლეობის საბჭოთა მეურნეობა, მეფრინველეობის ფაბრიკა. ქსოვრისის სასოფლო საბჭოში შედიოდა ასევე სოფელი ვაზიანი.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1268 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 1502[3] |
2014 | 1268 ![]() |
ისტორიული ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელში შემორჩენილია XVIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი რატიშვილების ციხე-დარბაზის ნანგრევები და ეკლესია. სოლის განაპირას აღმართულია ცილინდრული კოშკი. XIX საუკუნეში დანგრეული სასახლის ადგილზე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ააშენეს. ციხე სამიარუსიანი იყო. მისი ერთადერთი ოთხსართულიანი საბრძოლო კოშკი სამხრეთ-დასავლეთ კუთხეშია აღმართული. კოშკის ქვედა სართულში ჭაა. ზედა სართული საბრძოლო ბაქანია, მეორე და მესამე სართულები საცხოვრებლად იყო გამოყენებული.
იხელეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 566.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი (ქ–ჰ). საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები
|