ეკლესია უმზეური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეკლესია უმზეურიეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიჩბისში. მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით 1,5 კილომეტრზე, ტყეში. 1975 წელს ძეგლი შეუკეთებიათ და მისთვის პირვანდელი სახე შეუცვლიათ.

ეკლესია დარბაზულია (7,7 X 4,9 მ), ნაგებია საშუალო ზომის ქვიშაქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთის ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია. ოდნავ შემაღლებული საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია ქვის კანკელით. ეკლესია გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომელშიც შეკიდულ კაპიტელებზე დაყრდნობილ საბჯენ თაღს ემყარება. დასავლეთ კედელში ერთი თაღოვანი სარკმელია. ინტერიერი და ფასადები შეთეთრებულია. ეკლესიაზე სამხრეთით და ჩრდილოეთით სწორკუთხა სათავსოებია მიშენებული. სამხრეთის მინაშენს კარი სამხრეთით აქვს, ხოლო ჩრდილოეთ მინაშენში შესასვლელი ეკლესიის ჩრდილოეთ კედელშია გაჭრილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]