ნიჩბისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიჩბისი — ისტორიული სოფელი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ნიჩბისის განძი. ამჟამად ნიჩბისის ადმინისტრაციულ ერთეულში შედიან სოფლები: ახალი ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, ქვემო ნიჩბისი და სასხორი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიჩბისი მცხეთასთან და მეჯვრისხევთან ერთად მეჭურჭლეობის კერა იყო. პირველად სოფელი იხსენიება გიორგი მეორის სიგელში. ნიჩბისი მიეკუთვნებოდა შიომღვიმის მონასტერს. 1615 წელს მეფე ლუარსაბ მეორემ ნიჩბისი გადასცა ციციშვილების საგვარეულოს წარმომადგენლებს მერაბ და ქაიხოსრო ციციშვილებს, რომლებმაც სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ციხე-დარბაზი აიშენეს. ნიჩბისი მნიშვნელოვნად დაზიანდა XVIII საუკუნეში ლეკიანობის დროს.

XX საუკუნის დასაწყისში ნიჩბისის სასოფლო საზოგადოებაში ცხოვრობდა 400-500 კომლი. საზოგადოებაში შედიოდა შემდეგი სოფლები: ძეგვი, სასხორი, ქვემო ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, ხეკორძი, ნატბეური, სათოვლე, ახალსოფელი, ზეუბანი. ნიჩბისის საზოგადოება საკმაოდ ღარიბი იყო, მიწები ეკუთვნოდა თავადაზნაურობას.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გაზეთი „კვალი“ N29 გვ. 8 15 ივლისი, 1901