ვანთების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ვანთების ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიჩბისში. მდებარეობს სოფლის სამხრეთით 2 კილომეტრზე. აგებულია IX-X საუკუნეებში.

ეკლესია სამეკლესიანი ბაზილიკაა (11,6 X 10,8 მ), დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე, ნაგებია ნატეხი ქვით. სამივე ეკლესიას აღმოსავლეთით მართკუთხედში ჩახაზული ნახევარწრიული აფსიდი აქვს. შუა ეკლესია (სიგრძე 3,3 მ) გვერდით ეკლესიებთან (ჩრდილოეთ ეკლესიის სიგრძე 2,3 მ, სამხრეთ ეკლესიის სიგრძე 2,6 მ) შედარებით განიერია. მის აფსიდში შემორჩენილია ერთი სარკმელი, ხოლო დარბაზის ჩრდილოეთ კედელთან - ორი პილასტრი. შუა ეკლესია გვერდით ეკლესიებს თითო კარით უკავშირდებოდა. ეკლესია გადახურული ყოფილა ბრტყელი კრამიტით. ეკლესიის გარშემო გამოვლინდა სამაროვანი და ნასოფლარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]