შინდიანის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

შინდიანის ხატიეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაქაროში. მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 1,5 კილომეტრზე. აგებულია VIII-IX საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზულია (6,25 X 4 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვითა და რიყის ქვით. კონსტრუქციულ ნაწილებში (კამარა, სატრიუმფო თაღი, შესასვლელის წირთხლები) აგურია გამოყენებული. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი შიგნიდან სწორკუთხაა, გარედან თაღოვანი. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის ღერძზე ქვის ბრტყელი ზღუდარით გადახურული სწორკუთხა სარკმელია, მის ორივე მხარეს - თითო სწორკუთხა ნიში. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია პილასტრებზე დაყრდნობილი ნალისებრი საბჯენი თაღით.

მოხატულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია მოხატული ყოფილა. მხატვრობა გვიანდელი ფეოდალური ხანისაა. ამჟამად შემორჩენილია მხატვრობის უმნიშვნელო ფრაგმენტები: ტახტის ნაწილი და ღვთისმშობლის ფეხი კონქში, ეკლესიის მამები ქვედა რეგისტრში და ყვავილოვანი ორნამენტი აფსიდის მხრებზე; მცენარეული ორნამენტები საკურთხევლის სარკმლისა და სამხრეთ შესასვლელის წირთხლებზე. მხატვრობის კოლორიტში გაბატონებულია ოქროსფერი ოქრა, მოწითალო-აგურისფერი, ყავისფერი და ლურჯი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]