აგურის საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აგურის საყდარი
აგურის საყდარი (საქართველო)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°52′54″ ჩ. გ. 44°45′29″ ა. გ. / 41.8818250° ჩ. გ. 44.7581556° ა. გ. / 41.8818250; 44.7581556
რელიგიური კუთვნილება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

აგურის საყდარიეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში. მდებარეობს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სამხრეთით 3-4 კილომეტრზე, ხშირტყიან მთის ფერდობზე. აგურის საყდარი შედგება ორი ნაგებობისაგან: მცირე დარბაზული ეკლესიისა და მასზე ჩრდილოეთიდან მიშენებული სამეკლესიანი ბაზილიკისაგან.

ეკლესია დარბაზულია (5,6 X 3,6 მ) მიეკუთვნება ადრინდელ ფეოდალურ ხანას. ნაგებია ქვიშაქვით, თაღები ნატეხი ქვითაა ამოყვანილი, ზოგან (სატრიუმფო თაღი) კვადრატული აგურიცაა ჩართული. ფასადები მოპირკეთებულია კარგად შერჩეული, მოზრდილი რუხი, ღვინისფერი და მოყვითალო ჟანგმოკიდებული ქვებით. შიგნიდან სწორკუთხა, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი დასავლეთიდანაა. საკურთხეველი დარბაზისაგან ნახევარწრიული აფსიდის მხრებით და ბემითაა გამოყოფილი. სატრიუმფო თაღი გადაყვანილია აფსიდის მხრებზე. მას ქუსლის დონეზე თაროსებრი იმპოსტები ჰქონია. აფსიდის ღერძზე გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. ეკლესიის დასავლეთ და გრძივ კედლებზე ერთსაფეხურიანი თაღოვანი შეღრმავებებია. ჩრდილოეთ კედლის თაღში სამეკლესიან ბაზილიკაში გასასვლელი კარია გაჭრილი. კედლებზე აქა-იქ შემორჩენილია შელესილობა. ეკლესიას შემორჩენილი აქვს თაღების მწკრივით დამუშავებული ქვის ლავგარდნის ფრაგმენტები.

სამეკლესიანი ბაზილიკა (12 X 10,7 მ) IX-X საუკუნეებით თარიღდება. ნაგებია აგურით. შუა ეკლესიის გვერდი, ეკლესიებთან შედარებით, ფართო და მაღალია. არქიტრავით გადახურული ფართო შესასვლელი სამხრეთითაა. აღმოსავლეთით ფართო მხრებით გამოყოფილი ნალისებრი აფსიდია, რომლის ღერძზე გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სატრიუმფო თაღის ქუსლებთან გამოშვერილი აგური ომპოსტის დანიშნულებას ასრულებს. დარბაზის სამხრეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია, ჩრდილოეთ კედლებში კი სამკვეთლოში გასასვლელი, შიგნიდან სწორკუთხა, გარედან თაღოვანი კარია.

ჩრდილოეთ ეკლესია განივი კედლით გაყოფილია ორ არათანაბარ სწორკუთხა სათავსოდ. აღმოსავლეთის, უფრო მოკლე სათავსი სამკვეთლოა. სამკვეთლოს აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელია, სამხრეთ კედელში - ცრუთაღიანი ღრმა ნიში, ჩრდილოეთ კედლის გასწვრივ სხვა შენობის კედლის ნიში ჩანს.

სამხრეთ ეკლესიას აღმოსავლეთით მხრებით გამოყოფილი ნალისებრი აფსიდი აქვს. აგურის წყობით გამოყვანილი სატრიუმფო თაღი უშუალოდ აფსიდის მხრებს ებჯინება. დარბაზის ჩრდილოეთ კედლის მთელ სიგრძეზე შემორჩენილია კამარის ქუსლი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]