საგურამოს ეკლესია
იერსახე
საგურამოს ეკლესია — ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში. დგას მცხეთა - საგურამოს გზის მარჯვენა მხარეს. აგებულია გვიანდელ ფეოდალურ ხანაში.
ეკლესია დარბაზულია (4,8 X 3,9 მ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთის ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია. სარკმლის ჩრდილოეთით პატარა ნიშია. აფსიდის მხრებზე გადაყვანილია სატრიუმფო თაღი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 303-304.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საგურამოს ეკლესია დაარქივებული 2013-11-01 საიტზე Wayback Machine.