ძეგვის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ღვთისმშობლის ეკლესია

ძეგვის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში. მდებარეობს სოფლის სამხრეთით, სასაფლაოზე. აგებულია 1676-1700 წლებში.

ეკლესია დარბაზულია (10,37 X 6,8 მ), ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით, მოპირკეთებულია თლილი ქვით. შესასვლელი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდანაა. ჩრდილოეთის შესასვლელი შიგნით და გარეთ გადახურულია დიდი ზომის არქიტრავის ქვით. აღმოსავლეთით, განიერ ნახევარწრიულ აფსიდში ერთი პროფილირებულსაპირიანი სარკმელია. მის ორივე მხარეს, საკმაოდ მაღლა ნიშებია. დარბაზის გრძივი კედლების შუა ნაწილში და დასავლეთ კედლის კუთხეებთან კამარის საბჯენი თაღის საყრდენი პილასტრებია. ინტერიერში კედლები შელესილი ყოფილა. შელესილობის კვალი შეიმჩნევა აფსიდში და დასავლეთ კედელზე. ფასადზე ყოფილა ფილა მხედრული წარწერით, რომლის თანახმად ეკლესია აუგია ვინმე ნადირ მჭედლიძესა და მის შვილს პეტრეს, ნიკოლოზ ამილახვრის კათალიკოსად ყოფნის (1676-1700) დროს.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]