ზაქაროს კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზაქაროს კვირაცხოვლის ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაქაროში. მდებარეობს სოფლის განაპირას, აღმოსავლეთით, სოფელ გალავნისაკენ მიმავალი საავტომობილო გზის პირას. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანის დასაწყისით.

ეკლესია დარბაზულია (6,5 X 6,4 მ), ნაგებია დიდი ზომის ქვიშაქვისა და რიყის ქვის შერეული წყობით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. მის ღერძზე სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო მაღალი თაღოვანი ნიშია. ჩრდილოეთ ნიშის გვერდით, აფსიდის მხართან კიდევ ერთი მცირე სწორკუთხა ნიშია. ერთი ჰორიზონტალურზედანიანი სარკმელი სამხრეთ კედელშია. აფსიდის მხართან გაჭრილია სწორკუთხა კარი, რომელიც ჩრდილოეთ მინაშენში გადის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]