ბორას საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბორას საყდარი

ბორას საყდარიეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში. მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე, მდინარე ძეგვისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ეკლესია სტილისტური ნიშნებით თარიღდება X საუკუნით.

ლეგენდის მიხედვით ეკლესიის მშენებლები სასმელ-საჭმელს ღრმა ორმოში ინახავდნენ. ორმოში შხამიანი გველი ჩაცურებულა. ეს დაუნახავს ცაში მონავარდე ბორას, შურდულივით დაშვებულა, ორმოში ჩაფრენილა და იქვე მომკვდარა. მშენებლებს ეკლესიისათვის ბორას საყდარი უწოდებიათ. ეკლესია ბოძის საყდრის სახელითაც არის ცნობილი.

ეკლესია დარბაზულია (7,5 X 4,5 მ), ნაგებია ქვიშაქვის მოზრდილი ნატეხებით. შიგნიდან თაღოვანი, გარედან კი არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარის აღმოსავლეთით, იმავე კედელში ერთი სარკმელია. გრძივი კედლების შუაში შემორჩენილია კამარის საბჯენი თაღის ქუსლები, რომლებიც მარტივპროფილიან იმპოსტებს ეყრდნობა. ნახევარწრიული აფსიდის ჩრდილოეთ და სამხრეთ მხრებში მცირე ზომის სამკვეთლო და სადიაკვნეა. ისინი აფსიდს ვიწრო და მაღალი გასასვლელებით უკავშირდებიან. საკურთხეველში, სამკვეთლოსა და სადიაკვნეში თითო სარკმელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: