ჯიღაურა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
სოფელი | |||
---|---|---|---|
ჯიღაურა | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | მცხეთის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | საგურამო | ||
კოორდინატები | 41°55′25″ ჩ. გ. 44°46′35″ ა. გ. / 41.92361° ჩ. გ. 44.77639° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 580 მ | ||
მოსახლეობა | 175[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები (97,1 %) რუსები (1,1 %) ასირიელები (1,1 %) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
|
ჯიღაურა — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოს თემში. მდებარეობს მუხრან-საგურამოს ვაკეზე, მდინარე თეზმის (არაგვის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეზე, ზღვის დონიდან 580 მ სიმაღლეზე. ქალაქ მცხეთიდან დაშორებულია 15 კილომეტრით.
სოფელში მდებარეობს ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი. სანერგე გაშენებულია 54 ჰექტარ ფართობზე, სადაც თავმოყრილია 430–ამდე ქართული აბორიგენული ვაზის ჯიში.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 175 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 160[2] |
2014 | 175 ![]() |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 568.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები
|