მცხეთის ღვთისმშობლის ეკლესია
იერსახე
მცხეთის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია მდებარეობს მცხეთის გარეუბან კოდმანში, ბუჩქნარით დაფარულ ბორცვის ფერდზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (5,78 X 4,14 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. უსწორო ნახევარწრიულ აფსიდში და დასავლეთ კედელში, თითო სარკმელია. დასავლეთის სარკმელი სწორკუთხაა, აღმოსავლეთისა თაღოვანი. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს ნიშებია; ჩრდილოეთის ნიში შეისრულია. ფასადზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში შემორჩენილია აგურის დეკორატიული ლავგარდნის ნიში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 269-270.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7179