არაშენდის ღვთისმშობლის ეკლესია
იერსახე
არაშენდის ღვთისმშობლის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°54′45″ ჩ. გ. 44°47′00″ ა. გ. / 41.91250° ჩ. გ. 44.78333° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
დეტალები
|
არაშენდის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში. მდებარეობს სოფლის სამხრეთით 1,5 კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (6,5 X 4,5 მ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიულ აფსიდში ვიწრო სწორკუთხა სარკმელია. ასეთივე სარკმელია დასავლეთ კედლის ღერძზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 270.