სასხორის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სასხორის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სასხორში. მდებარეობს სოფლის სამხრეთით 500 მეტრზე, მთაზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (8,65 X 5,55 მ), ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით; შიგნიდან შეისრულთაღოვანი, გარედან კი სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთის ნახევარწრიული აფსიდის ცენტრში სწორკუთხა სარკმელია, რომლის ქვემოთ სატრაპეზო ქვა დგას. ეკლესიის ჩრდილოეთ კედლებში, აფსიდის მხართან სწორკუთხა ნიშია. სამხრეთით და დასავლეთით ეკლესიას მიშენებული აქვს სწორკუთხა სათავსები; ორივეს აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. ეკლესიის სამხრეთის ფასადზე, კარის ზემოთ მარმარილოს ქვაზე მხედრული წარწერაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]