სასხორი
სოფელი | |||
---|---|---|---|
სასხორი ქართ. სასხორი | |||
![]() | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | მცხეთის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | ნიჩბისი | ||
კოორდინატები | 41°50′30″ ჩ. გ. 44°33′19″ ა. გ. / 41.84167° ჩ. გ. 44.55528° ა. გ. | ||
ცენტრის სიმაღლე | 590 მ | ||
ოფიციალური ენა | ქართული ენა | ||
მოსახლეობა | 332[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები (99,1 %) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
საფოსტო ინდექსი | 3310 | ||
| |||
სასხორი — სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ნიჩბისისწყლის ხეობაში, ნიჩბისის სერის ძირას. სოფელში გადის სასხორი-დიდგორის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა. სოფელი არის ძეგვის რკინიგზის სადგურიდან რამდენიმე კილომეტრში.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 332 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1907 | 363[2] |
2002 | 351[3] |
2014 | ![]() |
ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფლის ტერიტორიაზე რამდენიმე ისტორიული ძეგლი დგას. მათ შორის ღვთისმშობლის სახელობის დარბაზული ეკლესია; წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია, სასხორის იოანე მახარებლის ეკლესია, მთავარანგელოზის სახელობის დარბაზული ეკლესია. ეს უკანასკნელი სამშენებლო წარწერის თანახმად ააშენა ნიკოლოზ მაღალაძემ 1704 წელს მისი დის, ხვარაშანის საფლავზე. სოფლის ტერიტორიაზე დგას საბრძოლო კოშკი. სოფლის გასასვლელთან მდებარეობს წმინდა გიორგის ნიში.
წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეკლესია დარბაზულია (8,65 X 5,55 მ), ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით; შიგნიდან შეისრულთაღოვანი, გარედან კი სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთიდანაა. ეკლესიის ჩრდილოეთ კედლებში, აფსიდის მხართან სწორკუთხა ნიშია. სამხრეთით და დასავლეთით ეკლესიას მიშენებული აქვს სწორკუთხა სათავსები; ორივეს აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. ეკლესიის სამხრეთის ფასადზე, კარის ზემოთ მარმარილოს ქვაზე მხედრული წარწერაა.
მთავარანგელოზის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დარბაზული ეკლესია მდებარეობს სოფლის განაპირას, სამხრეთით (ნასოფლარში). შესასვლელის თავზე მოთავსებული წარწერის მიხედვით ეკლესია 1704 წელს აუგია ნიკოლოზ მაღალაძეს თავისი დის ხვარაშანის საფლავზე.
იოანე მახარებლის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დარბაზული ეკლესია დგას სოფლის სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესიის სარკმლის წირთხლის ქვაზე მხედრული წარწერაა.
ღვითსმშობლის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დარბაზული ეკლესია მდებარეობს სოფლის სამხრეთით, მთავარი გზიდან 200 მეტრზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ეკლესიის ორი თაღოვანი სარკმელი სამხრეთის კედელშია. დარბაზის კამარის საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. პილასტრებიდან ორივე მხარეს დეკორატიული თაღები გადადის. ეკლესიის სამხრეთ მინაშენს აღმოსავლეთით აფსიდი აქვს.
კოშკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ოთხსართულიანი არქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სასხორის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ხეობაში, სოფ. ნიჩბისისაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს. დღესდღეისობით კოშკი დაზიანებულია.
ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ვანო ჯავახიშვილი — ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი[4]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: სასხორი
- სასხორის რუკა
- სასხორი[მკვდარი ბმული]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 247.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები
- ↑ ვანო ჯავახიშვილის ბავშვობა
|