ბიწმენდის კვირაცხოველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბიწმენდის კვირაცხოველიეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდში. მდებარეობს სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (5 X 4,4 მ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთ ნახევარწრიულ აფსიდში ვიწრო სწორკუთხა სარკმელია. სარკმლის ქვემოთ კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა. აფსიდის სამხრეთ მხარეს, იატაკიდან 2 მეტრის სიმაღლეზე, მცირე სწორკუთხა ნიშია. საკურთხეველი გადახურულია დადაბლებული კონქით. აფსიდის მხრები კონქის ქუსლის დონეზე წაკვეთილია, კონქი უშუალოდ ერწყმის კამარას. კონქის ქუსლის დონეზე ჩასმულია ორი პატარა ქვევრი (რეზონატორები). ეკლესიას ქვემოთ, მთელ პერიმეტრზე, საფეხური (სიმაღლე 0,7 მ) გასდევს. დასავლეთ კედელში ერთი პატარა სწორკუთხა სარკმელია. სამხრეთ ფასადზე შემორჩენილია შირიმის ლავგარდნის ნაწილები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]