ლისის წმინდა გიორგის ეკლესია
იერსახე
ლისის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისში. მდებარეობს სოფლის განაპირას, სამხრეთით, ძველ სასაფლაოზე, თარიღდება XIX საუკუნის 40-იანი წლებით.[1]
ეკლესია დარბაზულია (7,7 X 7 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, ფასადები მოპირკეთებულია თლილი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდაში ერთი სწორკუთხა სარკმელი და მის ორივე მხარეს თითო ღრმა, მრუდხაზოვანი ნიშია. ერთი სარკმელი დასავლეთის კედელშია. ეკლესიაში დაკრძალული არიან თარხან-მოურავთა საგვარეულოს წარმომადგენლები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 293.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20184
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 252.