მცხეთის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მცხეთის სამების ეკლესიაეკლესია დგას მცხეთის დასავლეთით, მარტაზის ანუ სანგრის ხევის ნაპირზე. სტილისტური ნიშნებით და წარწერის ფრაგმენტით თარიღდება XI საუკუნის პირველი მესამედით.

ეკლესია დარბაზულია (10,6 X 6 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. კონსტრუქციულ ადგილებში თლილი ქვაა გამოყენებული. ეკლესიას თავდაპირველი სახე შეცვლილი აქვს.

შესასვლელი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთის ღრმა აფსიდში ერთი სარკმელია, მის ორივე მახარეს - თითო სწორკუთხა ღრმა ნიში (სამალავები?). ორივე ნიშს აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვს. აფსიდის ნახევარწრიული კონქის საბჯენი თაღი კაპიტელებს ეყრდნობა. დარბაზის სამხრეთ კედელში ორი სარკმელია, დასავლეთისაში - ერთი. კამარის საბჯენი თაღი მარტივი პროფილის კრონშტეინებზე ყოფილა დაყრდნობილი.

სამხრეთის თაღოვანი კარის თავზე წარწერაა; იკითხება მხოლოდ კათალიკოზსა და დეკსა (სავარაუდოდ მელქისედეკსა); აღმოსავლეთის ფასადის წარწერები არ იკითხება.

ეკლესიას დასავლეთით მიშენებული აქვს გეგმით ოთხკუთხა კოშკი (გარე ზომები 5 X 4,99 მ). შესასვლელი პირველ სართულზეა, ჩრდილოეთით ყოველ სართულზე თითო ან ორი სარკმელი და ცალმაგი სათოფურებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]