ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 93: ხაზი 93:
== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==
*''გია ნოდია, ალვარო პინტო სქოლტბახი,'' „საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები“ — CIPDD, თბილისი, 2006, ISBN 90-5972-113-6
*''გია ნოდია, ალვარო პინტო სქოლტბახი,'' „საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები“ — CIPDD, თბილისი, 2006, ISBN 90-5972-113-6

== რესურსები ინტერნეტში ==
{{ოფიციალური|https://unm.ge/}}


== სქოლიო ==
== სქოლიო ==

14:08, 25 თებერვალი 2020-ის ვერსია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
ლიდერი გრიგოლ ვაშაძე
ისტორია
დაფუძნდა სექტემბერი, 2001[1]
პოზიციები
იდეოლოგია ლიბერალური კონსერვატიზმი
სამოქალაქო ნაციონალიზმი
ევროატლანტიზმი
საერთაშორისო კავშირები
ევროპული აკრედიტაცია EPP-ს ასოცირებული წევრი
საერთაშორისო აკრედიტაცია IDU-ს სრული წევრი
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
6 / 150
ფერები         
შტაბ-ბინა ლესია უკრაინკას ქ. 1, თბილისი, საქართველო
unm.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობაპოლიტიკური პარტია საქართველოში, მისი თავმჯდომარე და ლიდერი დაარსებიდან 2015 წლამდე იყო საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 2003 წელს იყო ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. იყო მმართველი პარტია 2004-2012 წლებში. 2012 წელს პარტია დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში.

ისტორია

პოლიტიკური გაერთიანება დაფუძნდა 2001 წელს როგორც „ნაციონალური მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად“. 2002 წელს შეუერთდა 1999 წლიდან არსებულ გაერთიანებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მიიღო მისი სახელი.

2002 წელს შექმნა ბლოკი კონსერვატორებთან და რესპუბლიკელებთან ერთად. ბლოკმა 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას მიაღწია თბილისის მასშტაბით, მიიღო რა ხმების 24% და გაიყო გამარჯვება ლეიბორისტულ პარტიასთან. ამ უკანასკნელთან პოლიტიკური შეთანხმების შედეგად მიხეილ სააკაშვილი გახდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.

სააკაშვილის თბილისის საკრებულოში მოღვაწეობამ გაზარდა პარტიისა და ბლოკის პოპულარობა. უკვე 2003 წლის ნოემბრის არჩევნებში ბლოკი ალტერნატიული ხმის დათვლისა და ეგზიტ-პოლების შედეგებით იყო გამარჯვებული ხმათა 27%-ით. თუმცა ოფიციალური მონაცემები კარდინალურად განსხვავებული იყო. ამის გამო ბლოკი გახდა ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანოზატორი „თავისუფალ დემოკრატებთან“ (ზურაბ ჟვანია) და „ტრადიციონალისტებთან“ (აკაკი ასათიანი) ერთად.

საპროტესტო აქციები ვარდების რევოლუციით დასრულდა, რამაც კვლავ გაზარდა პარტიის ავტორიტეტი, ხოლო მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გახდა საქართველოს პრეზიდენტი 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 96%-ით. 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკმა ”ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები” მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა ხმათა 66,2%-ით. ამ დროს პარტიის პოპულარობის პიკი იყო. ამავე დროს ერთ პარტიად გაერთიანდნენ ნაციონალური მოძრაობა და „თავისუფალი დემოკრატები“. 2004 წელს კვლავ განიცადა სარეგისტრაციო ცვლილება, ძველი პარტია ამორიცხულ იქნა რეესტრიდან და ხელხლა დარეგისტრირდა[2].

ნაციონალური მოძრაობის ძველი ლოგო

იმავე წლის გაზაფხულზე ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა შეწყვიტეს ადრინდელმა პარტნიორებმა: კონსერვატორებმა და რესპუბლიკელებმა. ამას ხელი არ შეუშლია ნაციონალური მოძრაობისთვის მოეგო 2005 წლის შუალედური არჩეევნები ხუთივე საარჩევნო ოლქში და მოეგო 2006 წლის ადგილობრივი არჩევნები. პარტიამ მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღო ხმათა დაახლოებით 60% და მოიპოვა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.

მიხეილ სააკაშვილი

2007 წელს პარტიას გამოეყო წევრთა ჯგუფი, მათ შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი. მათ ჩამოაყალიბეს მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის. ამის მიუხედავად პარტიამ წარმატება მოიპოვა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როცა მისი კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი, კვლავ აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად ხმათა 53%-ით. იმავე წელს საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო ხმათა 59,18% და კვლავ მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში.[3]

2008 წლის შემოდგომაზე ნაციონალური მოძრაობა კვლად დატოვა წევრთა ჯგუფმა. ერთმა ნაწილმა ჩამოაყალიბა დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო ნინო ბურჯანაძის მეთაურობით. ეს უკანასკნელი არასდროს ყოფილა ნაციონალური მოძრაობის წევრი, მაგრამ 2004 წლიდან მჭიდროდ ასოცირდებოდა მასთან. ხოლო მეორე ნაწილმა ყოფილი პრემიერ მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის მეთაურობით შექმნა მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის. 2009 წელს ნაციონალურ მოძრაობასთან ადრე ასოცირებულმა კიდევ ერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ შექმნა პარტია ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები. ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში, სადაც ქვეყნის მასშტაბით მიიღო ხმათა 74%, ხოლო თბილისში ხმათა 52%. პარტიის კანდიდატი, გიგი უგულავა გახდა ქალაქ თბილისის პირველი პირდაპირი წესით არჩეული მერი.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა დამარცხდა ახალშექმნილ კოალიციასთან ქართული ოცნება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა 65 მანდატი 150-დან და წააგო არჩევნები ოლქების უმრავლესობაში. არჩევნებში დამარცხების შემდეგ პარტიის გენერალური მდივანი კვლავ ივანე მერაბიშვილი გახდა.

პარტია ასევე მონაწილეობდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც კანდიდატად წაყენებული ჰყავდა საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე - დავით ბაქრაძე. ბაქრაძე არჩევნებში გავიდა მეორე ადგილზე ხმათა დაახლოებით 22%-ით. 2015 წელს პარტიის ლიდერმა სააკაშვილმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა ოდესის გუბერნატორად დანიშვნის გამო. პარტიას ახალი თავმჯდომარე არ აურჩევია.2016 წელს კვლავ დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში.[4]

პოლიტიკური პლატფორმა

ნაციონალური მოძრაობა მემარჯვენე-ცენტრისტული მიმართულების პარტიაა. ის აქტიურად ეწევა პატრიოტიზმის იდეოლოგიურ პროპაგანდას (პროგრამები: „პატრიოტი“, „პატრინოტი“, „ტაძარი“). პარტიას ორი ძირითადი პრიორიტეტი აქვს: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება.

საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებია: სახელმწიფო ინსტიტუტების რადიკალური რეფორმები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმა, ეკონომიკის ლიბერალიზაცია, ქვეყნის მოდერნიზაცია. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია: ნატოსთან ინტეგრაცია და აშშ-სთან მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობები.

ორგანიზაციული სტრუქტურა

ნაციონალური მოძრაობის სტრუქტურულ დაყოფას არეგულირებს 2004 წელს მიღებული წესდება.

პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო ყრილობაა. იგი ორ წელიწადში ერთხელ მაინც მოიწვევა. ორგანიზაციულ მუშაობას წარმართავს გენერალური მდივანი. ჩვეულებრივ, პარტიის პოლიტიკას განსაზღვრავენ ლიდერები. თავად პარტია კი გადაწყვეტილებების აღმასრულებელია. პარტიას გააჩნია პოლიტიკური საბჭო.

პარტიული სტრუქტურის ყველაზე ქვედა რგოლი რაიონული ორგანიზაციაა. პარტიაში ძირითადი ორგანიზაციის პარალელურად არსებობს ახალგაზრდული ორგანიზაცია. პარტია არის ევროპის სახალხო პარტიის ასოცირებული წევრი და საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის სრული წევრი.

შედეგები არჩევნებში

პარტიის მიერ მიღებული ხმები 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში
წელი არჩევნები მიღებული პროცენტი შენიშვნა
2004 საპარლამენტო 67% მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა
2006 ადგილობრივი 78.8% მოიპოვა უმრავლესობა საქართველოს მასშტაბით ყველა საკრებულოში
2008 საპრეზიდენტო 53.47% კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი
2008 საპარლამენტო 59.18% მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა
2010 ადგილობრივი 73,9% საქართველოში
52.5% თბილისში
მოიპოვა უმრავლესობა საქართველოს მასშტაბით ყველა საკრებულოში
2012 საპარლამენტო 40,4% მოიპოვა 65 მანდატი
2013 საპრეზიდენტო 21,73% დავით ბაქრაძე გავიდა მეორე ადგილზე
2014 ადგილობრივი 22,4% მეორე შედეგი
2016 საპარლამენტო 27.11% მოიპოვა 27 მანდატი
2017 ადგილობრივი 16.59% (თბილისი) მესამე შედეგი
2018 საპრეზიდენტო 37,74% პირველ ტურში
40,48% მეორე ტურში
გრიგოლ ვაშაძე გავიდა მეორე ადგილზე

ლიტერატურა

  • გია ნოდია, ალვარო პინტო სქოლტბახი, „საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი: პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები“ — CIPDD, თბილისი, 2006, ISBN 90-5972-113-6

სქოლიო