შინაარსზე გადასვლა

ტიგრან პეტროსიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიგრან პეტროსიანი

ტიგრან პეტროსიანი 1962 წელს
დაბადების სახელი ტიგრან პეტროსიანი
დაბადების თარიღი 19 ივნისი, 1929
ტფილისი, საქართველოს სსრ, ამიერკავკასიის სფსრ, სსრ კავშირი
გარდაცვალების თარიღი 13 აგვისტო, 1984 (55 წლის)
მოსკოვი, რსფსრ, საბჭოთა კავშირი
ეროვნება სომეხი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი
მშობლები მამა: ვართან პეტროსიანი
ჯილდოები ხალხთა მეგობრობის ორდენი საპატიო ნიშნის ორდენი

ტიგრან ვართანის ძე პეტროსიანი (სომხ. Տիգրան Պետրոսյան; დ. 17 ივნისი, 1929, თბილისი — გ. 13 აგვისტო, 1984, მოსკოვი) — სომეხი და საბჭოთა მოჭადრაკე, მსოფლიოს მე-9 ჩემპიონი 1963–1966 წლებში,[1] საერთაშორისო დიდოსტატი (1952), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960), ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი, საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი (1959, 1961, 1969, 1975), მოსკოვის სამგზის ჩემპიონი (1951, 1956 (ვლადიმერ სიმაგინთან ერთად), 1968 (დავით ბრონშტეინთან ერთად)). ჭადრაკის თეორეტიკოსი და ჟურნალისტი, ყოველთვიური „საჭადრაკო მოსკოვის“ რედაქტორი (1963–1966), ყოველკვირეული გაზეთის „64“-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (1968–1977). საჭადრაკო ოლიმპიადის ცხრაგზის გამარჯვებული საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში. მისი თამაშის სტილის გამო „რკინის ტიგრანი“ შეარქვეს, ვინაიდან მისი თავდაცვა თითქმის შეუღწევადი იყო.[2][3] ზედიზედ ათჯერ (1953 წლიდან 1980 წლამდე) ითამაშა პრედენდენტთა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის გამართულ მატჩებში, მათ შორის ორჯერ (1966, 1969), როგორც მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა. პეტროსიანმა მსოფლიო ჩემპიონის გვირგვინი 1969 წელს, ბორის სპასკისთან გამართული ბრძოლის შემდეგ დაკარგა.[4]

ტიგრან პეტროსიანი 1929 წლის 17 ივნისს, თბილისში, სომხურ ოჯახში დაიბადა. მამა — ვართან პეტროსიანი, თბილისის ოფიცერთა სახლის მეეზოვედ მუშაობდა. მშობლები ადრე დაკარგა და უფროსმა დამ — ვართუშმა გაზარდა.

სომხურ საფოსტო მარკაზე

ჭადრაკს ეზიარა ბ. ძნელაძის სახელობის თბილისის პიონერთა სასახლის საჭადრაკო სექციაში; მისი პირველი მწვრთნელი იყო არჩილ ებრალიძე. პეტროსიანი პოზიციური სტილის მოჭადრაკე იყო. პეტროსიანის საჭადრაკო შეხედულებების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია არონ ნიმცოვიჩის წიგნმა „ჩემი სისტემა პრაქტიკაში“ (რუს. «Моя система на практике»).

პირველ წარმატებებს საკავშირო ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე მიაღწია: 16 წლის ასაკში 1945 წელს — 1–3 ადგილი, 1946 წელს — 1-ლი ადგილი; საქართველოს (1945) და სომხეთის (1946, 1947–48, გენრიხ კასპარიანთან ერთად) ჩემპიონატებზეც პირველი ადგილი დაიკავა.

სპორტის ოსტატის ნორმატივი საკავშირო ჩემპიონატის ნახევარფინალში (1947) შეასრულა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფინალში (1949) მე-16 ადგილი დაიკავა. 1950 წელს მოსკოვში გადასვლის შემდეგ მან შესანიშნავ შედეგებს მიაღწია მოსკოვის პირველობაზე: 1950 წელს — მე-3 ადგილი, 1951 და 1956 წლებში — 1-ლი ადგილი. 1951 წლის საკავშირო ჩემპიონატზე დიდოსტატის სათამაშო კლასი აჩვენა (მე-2–3 ადგილი) და 1952 წლის ინტერზონალურ ტურნირზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა, სადაც ასევე მე-2–3 ადგილი გაინაწილა.

1958–1974 წლებში იყო საბჭოთა კავშირის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი; 1969–1976 წლებში ყოველკვირეული „64-ის“ (გაზეთ „სოვეტსკი სპორტის“ დამატება) რედაქტორი. ავტორია წიგნისა „ჭადრაკი და ფილოსოფია“ (1969). დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

წელიქალაქიშეჯიბრი+=შედეგიადგილი
1944თბილისიპირველი კატეგორიის ტურნირი????2
თბილისისაქართველოს სსრ მე-5 ჩემპიონატი????9–11
1945თბილისითბილისის ჩემპიონატი61411-დან 82
ლენინგრადისაბჭოთა კავშირის IV ახალგაზრდული ჩემპიონატი81615-დან 111–3
თბილისისაქართველოს სსრ მე-6 ჩემპიონატი102315-დან 11½1
1946თბილისისაქართველოს სსრ მე-7 ჩემპიონატი104519-დან 12½5
ერევანისომხეთის სსრ მე-6 ჩემპიონატი80210-დან 91
ლენინგრადისაბჭოთა კავშირის V ახალგაზრდული ჩემპიონატი130215-დან 141
ლენინგრადიოსტატობის კანდიდატთა საკავშირო ტურნირი35715-დან 6½8–11
ერევანიმატჩი სომხეთის ჩემპიონის ტიტულისთვის გ. კასპარიანთან5368 : 6
1947ერევანისომხეთის სსრ მე-7 ჩემპიონატი71311-დან 8½2–4
თბილისიოსტატობის კანდიდატთა საკავშირო ტურნირი80715-დან 11½1
რიგასპორტსაზოგადოება „სპარტაკის“ ჩემპიონატი64919-დან 10½10
მოსკოვისსრკ მე-16 ჩემპიონატის ნახევარფინალი64515-დან 8½5
1948ერევანისომხეთის სსრ მე-8 ჩემპიონატი120113-დან 12½1–2
თბილისისსრკ პირველი გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალი[]????
თბილისიამიერკავკასიის რესპუბლიკების საჭადრაკო ტურნირი60612-დან 92
1949ერევანისომხეთის სსრ მე-9 ჩემპიონატი122115-დან 12½2
თბილისისაბჭოთა კავშირის მე-17 ჩემპიონატის ნახევარფინალი71816-დან 112
მოსკოვისაბჭოთა კავშირის მე-17 ჩემპიონატი 194948719-დან 7½16
ტაშკენტიუზბეკეთის სსრ 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ტურნირი111315-დან 12½1–2
1950მოსკოვიმოსკოვის ჩემპიონატი 1950411015-დან 93
გორკისაბჭოთა კავშირის მე-18 ჩემპიონატის ნახევარფინალი83415-დან 102–3
მოსკოვისაბჭოთა კავშირის მე-18 ჩემპიონატი 195056617-დან 812–13
1951ვილნიუსილიტვის სსრ ჩემპიონატი (კონკურსგარეშე)83314-დან 9¼2–4
ტაშკენტიმატჩი მ. მუხიტდინოვთან[]70710½ : 3½
სვერდლოვსკისაბჭოთა კავშირის მე-19 ჩემპიონატის ნახევარფინალი91919-დან 13½1
თბილისისაკავშირო ჩემპიონატი რესპუბლიკების ნაკრებ გუნდებს შორის[]2215-დან 2½
მოსკოვიმოსკოვის ჩემპიონატი 195170512-დან 9½1
თბილისიტურნირი ოსტატთა მონაწილეობით73515-დან 9½2–3
მოსკოვისაბჭოთა კავშირის მე-19 ჩემპიონატი 195182717-დან 11½2–3
1952ბუდაპეშტიბუდაპეშტის საჭადრაკო ტურნირი[]64717-დან 9½7–8
გაგრასაწვრთნელ-მოსამზადებელი მატჩ-ტურნირი2327-დან 37–8
სტოკჰოლმი[]ინტერზონალური საჭადრაკო ტურნირი 1952701320-დან 13½2–3
1953ბუქარესტიბუქარესტის საერთაშორისო ტურნირი701219-დან 132
გაგრადიდოსტატთა საწვრთნელ-მოსამზადებელი ტურნირი4149-დან 63
ციურიხიპრეტენდენტთა ტურნირი641828-დან 155
ვენამატჩი ავსტრია — საბჭოთა კავშირი[]2002-დან 2
1954კიევისაბჭოთა კავშირის 21-ე ჩემპიონატი 1954601319-დან 12½4–5
ბუენოს-აირესიმატჩი არგენტინა — საბჭოთა კავშირი[]1034-დან 2½
მონტევიდეომატჩი საბჭოთა კავშირი — ურუგვაი[]2002-დან 2
პარიზიმატჩი საფრანგეთი — საბჭოთა კავშირი[]2002-დან 2
ნიუ-იორკიმატჩი აშშ — საბჭოთა კავშირი[]2024-დან 3
ლონდონიმატჩი ინგლისი — საბჭოთა კავშირი[]2002-დან 2
სტოკჰოლმიმატჩი შვედეთი — საბჭოთა კავშირი[]1012-დან 1½
მოსკოვიმატჩი მოსკოვი — უკრაინის სსრ[]1001-დან 1
რიგასაბჭოთა კავშირის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში 1954[]51410-დან 71
ბელგრადიბელგრადი საერთაშორისო ტურნირი[]73919-დან 11½4–5
1955მოსკოვისაბჭოთა კავშირის 22-ე ჩემპიონატი 1955401519-დან 11½3–6
ბუდაპეშტიმატჩ-ტურნირი უნგრეთი — სსრკ (სხევენინგენის სისტემა)4037-დან 5½1
მოსკოვიმატჩი საბჭოთა კავშირი — აშშ[][5]4004-დან 4
გეტებორგიინტერზონალური საჭადრაკო ტურნირი 1955501520-დან 12½4
1956ამსტერდამიპრეტენდენტთა ტურნირი32139½ из 183–7
ბელგრადიმატჩი იუგოსლავია — სსრკ (სხევენინგენის სისტემა)1168-დან 49–10
მოსკოვიმოსკოვის ჩემპიონატი ჭადრაკში 195661815-დან 101–2
მოსკოვიმატჩი მოსკოვის ჩემპიონის წოდებისთვის[]311 : 2½
თბილისისაბჭოთა კავშირის 24-ე ჩემპიონატის ნახევარფინალი80917-დან 12½1
1957მოსკოვისაბჭოთა კავშირის 24-ე ჩემპიონატი 1957741021-დან 127–8
ლენინგრადიმატჩ-ტურნირი სსრკ — იუგოსლავია (სხევენინგენის სისტემა)3148-დან 56
ვენაევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში 1957[]3025-დან 41
კიევისაბჭოთა კავშირის 25-ე ჩემპიონატის ნახევარფინალი711119-დან 12½1
  1. სომხეთის სსრ ნაკრები, მე-2 დაფა.
  2. საკვალიფიკაციო მატჩი ოსტატის წოდებისთვის
  3. საბჭოთა კავშირის მეორე გუნდური ჩემპიონატი (მოსკოვის ნაკრები, მე-3 დაფა).
  4. გ. მაროცის მემორიალური საერთაშორისო ტურნირი.
  5. სალციობადენი-სტოკჰოლმი (შვედ. Saltsjöbaden-Stockholm)
  6. პირველი დაფა, იოზეფ ლოკვენცის (გერმ. Josef Lokvenc) წინააღმდეგ.
  7. მე-6 დაფა, ჰერმან პილნიკის (გერმ. Herman Pilnik) წინააღმდეგ.
  8. მე-5 დაფა, ხ. კორალის და ალფრედო ოლივერას წინააღმდეგ.
  9. მე-6 დაფა, რიდა ბელკადის (ფრანგ. Ridha Belkadi) წინააღმდეგ.
  10. მე-7 დაფა, ართურ ბისგაიერის (ინგლ. Arthur Bernard Bisguier) წინააღმდეგ.
  11. მე-6 დაფა, ფილიპ მილნერ-ბერის (ინგლ. Philip Stuart Milner-Barry) წინააღმდეგ.
  12. მე-6 დაფა, როიალ გოდეს (შვედ. Royal Goode) წინააღმდეგ.
  13. მე-3 დაფა, ისააკ ლიპნიცკის წინააღმდეგ.
  14. საბჭოთა კავშირის მეორე გუნდური თასი („სპარტაკი“, პირველი დაფა).
  15. იუგოსლავიის განთავისუფლების მე-10 წლისთავისადმი მიძღვნილი ტურნირი.
  16. მე-6 დაფა, ალბერტ ჰოროვიცისა და მაქს პეივის (ინგლ. Max Pavey) წინააღმდეგ.
  17. ვლადიმერ სიმაგინის (რუს. Владимир Симагин) წინააღმდეგ.
  18. ევროპის პირველი გუნდური ჩემპიონატი (სსრ კავშირის ნაკრები, მე-6 დაფა.
  • Петросян Т. В. Шахматы и философия. — Ереван, 1968.
  • Шахматные лекции Петросяна (сост. Э. Шехтман). — М.: Физкультура и спорт, 1989. 173, [2] с. ISBN 5-278-00166-6.
  • Стратегия надежности. Москва : Физкультура и спорт, 1985. 400 с.
  • Мои лучшие партии (ред. О. Стецко). — М.: Русский шахматный дом, 2015. — 496 с. — ISBN 978-5-94693-441-1.
  • Шахматная школа Тиграна Петросяна (ред. А. Калинин). — М.: Русский шахматный дом, 2018. — 112 с. — ISBN 978-5-94693-685-9.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „კომუნისტი“, 23 მაისი, 1963, № 120 (12632), გვ. 4.
  2. კასპაროვი, გარი, 2004, გვ. 7, 16, 62, 80.
  3. Петросян Тигран Вартанович. Чемпион мира по шахматам
  4. „კომუნისტი“, 22 ოქტომბერი, 1969, № 246 (14546), გვ. 4.
  5. პეტროსიანის თითოეულმა მეტოქემ 2 პარტია ითამაშა.