ანატოლი კარპოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანატოლი კარპოვი

ანატოლი კარპოვი 1979 წელს
ქვეყანა (სპორტი) საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
რუსეთის დროშა რუსეთი
ეროვნება რუსი
დაბადების თარიღი 23 მაისი 1951
დაბადების ადგილი ზლატოუსტი, ჩელიაბინსკის ოლქი
წოდება საერთაშორისო დიდოსტატი
ფიდე რეიტინგი 4100026
მაქსიმალური რეიტინგი 2780 (1994 ივლისი)
ჯილდოები და პრემიები world chess champion, ლენინის ორდენი, Chess Oscar, Chess Oscar, Chess Oscar, Chess Oscar, Chess Oscar, Chess Oscar, Chess Oscar, Chess Oscar, Chess Oscar, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-3 ხარისხი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მეგობრობის ორდენი, III ხარისხის ორდენი „დამსახურებისათვის“, II ხარისხის ორდენი „დამსახურებისათვის“, წმინდა სერგი რადონეჟელის II ხარისხის ორდენი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, Order of Holy Prince Daniel of Moscow 2nd class, Q4287094?, Order of May, Olympic Order, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-2 ხარისხი, Government Prize of the Russian Federation, რუსეთის ფედერაციის სამთავრობო ჯილდოები, Order of St. Nestor the Chronicler, Golden Calf და Q12122161?
საიტი aekarpov.com

ანატოლი კარპოვი (რუს. Анато́лий Евге́ньевич Ка́рпов; დ. 23 მაისი 1951, ზლატოუსტი) — რუსი მოჭადრაკე, მსოფლიოს მე-12 ჩემპიონი (1975-1985), საერთაშორისო დიდოსტატი (1970), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1974). მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ჭადრაკში მამაკაცთა შორის (1975, 1978, 1981), FIDE-ს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1993, 1996, 1998), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სსრკ ნაკრები გუნდის შემადგენლობაში (1985 და 1989), საჭადრაკო ოლიმპიადის ექვსგზის გამარჯვებული სსრკ ნაკრები გუნდის შემადგენლობაში (1972, 1974, 1980, 1982, 1986, 1988), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1976, 1983, 1988), რსფსრ ჩემპიონი (1970). საჭადრაკო ოსკარის ცხრაგზის მფლობელი (1973, 1974, 1975, 1976, 1977, 1979, 1980, 1981, 1984). ზლატოუსტისა (1979) და ტულის (1998) საპატიო მოქალაქე.[1]

1975 წლის 3 აპრილს ფიდემ მატჩის გაუმართავად მიანიჭა ტიტული, ვინაიდან ბობი ფიშერმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ტიტული შეინარჩუნა ვიქტორ კორჩნოისთან მატჩებში: 1978 (16,5:15,5) და 1981 წლებში (11:7). 1985 წელს დამარცხდა გარი კასპაროვთან (11:13), ვისთანაც შემდგომ სამი მატჩ-რევანში წააგო: 1986 (11,5:12,5), 1987 (12:12) და 1990 წლებში (11,5:12,5).

1993 წელს, კასპაროვსა და ფიდეს შორის კონფლიქტის წყალობით, კარპოვმა „ფიდეს მსოფლიოს ჩემპიონობა“ მოიპოვა (დაამარცხა ჰოლანდიელი იან ტიმანი). ეს ტიტული შეინარჩუნა 1996 წელს გატა კამსკისთან (აშშ) და 1998 წელს კი ვიშვანათან ანანდთან (ინდოეთი) მატჩებში. 1999 წელს ფიდესთან უთანხმოება მოუვიდა და ჩემპიონობაზე უარი თქვა. სულ მოგებული აქვს 100 ტურნირზე მეტი (3163 პარტიიდან 1118 მოიგო, 287 კი წააგო).

მისი მწვრთნელი იყო სემიონ ფურმანი. დსთ-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილატელისტი. მისი მარკების კოლექციის ღირებულება, ზოგიერთი შეფასებით, შეადგენს არა ნაკლებ 13 მილიონ ევროს.

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მეექვსე მოწვევის დეპუტატი, დუმის კომიტეტის წევრი ბუნებრივი რესურსების, ბუნებათსარგებლობისა და ეკოლოგიის საკითხებში.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Карпов А. Е., Гик Е. Я. Шахматный калейдоскоп. — М.: Наука, 1981
  • В далёком Багио (1981)
  • Карпов А. Е., Рошаль А. Б. Девятая вертикаль. — Новосибирск: Западно-Сибирское книжное издательство, 1982
  • А завтра снова в бой (1982)
  • Батуринский В., Карпов А. На шахматном Олимпе. — М.: Советская Россия, 1984
  • Карпов А. Е., Гик Е. Я. Неисчерпаемые шахматы. — М.: Издательство Московского университета, 1984
  • Карпов А. Е. Сто победных партий. — М.: Физкультура и спорт, 1984
  • 50 миниатюр чемпионов мира. — М., 1986
  • Сестра моя Каисса (1990)

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Список Почетных граждан города-героя Тулы по состоянию на 1 апреля 2011 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-24. ციტირების თარიღი: 2011-05-21.