საფრანგეთის ადმინისტრაციული დაყოფა
|
|
საფრანგეთის ადმინისტრაციული დაყოფა― საფრანგეთი არის უნიტარული სახელმწიფო, რომელსაც აქვს მრავალდონიანი ადმინისტრაციული დაყოფა. იურიდიული სტატუსი გააჩნია რეგიონებს, დეპარტამენტებსა და კომუნებს. მათ გარდა, საფრანგეთში არსებობს ასევე კანტონები და რაიონები.
რეგიონები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საფრანგეთი იყოფა 18 რეგიონად. 13 რეგიონი მეტროპოლიურია, ხოლო 5 არის ზღვისიქითა რეგიონი. საფრანგეთის რეგიონებს შორის ფართობით ყველაზე დიდია ახალი აკვიტანია 84 061 კმ², ხოლო ზღვისიქითა რეგიონებს შორის ყველაზე დიდია საფრანგეთის გვიანა 83 534 კმ²-ით. ავტონომია გააჩნია კორსიკას.
დეპარტამენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონები იყოფა სპეციალურ ერთეულებად — დეპარტამენტებად, საფრანგეთი შედგება 102 დეპარტამენტისგან. ზოგიერთ ტერიტორიას ერთდროულად გააჩნია როგორც რეგიონის, ასევე დეპარტამენტის სტატუსი, ასეთებია მაიოტა (2011 წლიდან), მარტინიკა (2015) და კორსიკა (2018). ერთდროულად დეპარტამენტის და კომუნის სტატუსი აქვს პარიზს.
კომუნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს წარმოადგენს კომუნა. საფრანგეთში 34826 კომუნაა
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინტერნეტ რესუსრსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საფრანგეთის მუნიციპალიტეტების და რეგიონების საბჭოების ასოციაცია
- Local websites by region დაარქივებული 2007-08-19 საიტზე Wayback Machine.
| |||||||||||
| |||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||