შინაარსზე გადასვლა

ესტონეთის მაზრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ესტონეთის ადმინისტრაციული დაყოფა)

ესტონეთის ტერიტორია დაყოფილია 15 მაზრად (ესტ. maakond), რომლებიც თავის მხრივ იყოფა მუნიციპლიტეტების, ორ სახეობად ქალაქებად და თემებად. ამჟამად ესტონეთში 227 მუნიციპალიტეტია, რომელსაც მეთაურობს თემის უხუცესი (ესტ. vallavanem) ან ქალაქის მერი (ესტ. linnapea). ტალინი იყოფა შიდა ადმინისტრაციულ ერთეულებად – „ქალაქის ნაწილებად“, რომელსაც მეთაურობს ქალაქის ნაწილის უხუცესი (ესტ. linnaosavanem).

ესტონეთის ოლქები
მაზრის
გერბი
ქართული
სახელწოდება
ესტონური
სახელწოდება
კოდი
ISO 3166-2
მოსახლეობა
(2012)[1]
ფართობი,
ათასი
კმ²
სიმჭიდროვე,
კაცი/კმ²
მაზრის
ცენტრი
ვალგამაა Valga maakond EE-82 33728 2,044 17,0 ვალგა
ვილიანდიმაა Viljandi maakond EE-84 55054 3,422 16,5 ვილიანდი
ვირუმაა Võru maakond EE-86 37387 2,305 16,7 ვირუ
იდა-ვირუმაა Ida-Viru maakond EE-44 166548 3,364 51,4 იიჰვი
იიგევამაა Jõgeva maakond EE-49 36406 2,604 14,3 იიგევა
ლიაენე-ვირუმაა Lääne-Viru maakond EE-59 66701 3,465 19,1 რაკვერე
ლიაენემაა Lääne maakond EE-57 27187 2,383 11,7 ჰააფსალუ
პილვამაა Põlva maakond EE-65 30692 2,165 14,5 პილვა
პიარნუმაა Pärnu maakond EE-67 88137 4,807 18,5 პიარნუ
რაპლამაა Rapla maakond EE-70 36587 2,980 12,4 რაპლა
საარემაა Saare maakond EE-74 34527 2,922 12,0 კურესაარე
ტარტუმაა Tartu maakond EE-78 150900 2,993 49,8 ტარტუ
ჰარიუმაა Harju maakond EE-37 529898 4,333 120,3 ტალინი
ჰიიუმაა Hiiu maakond EE-39 9984 1,023 10,0 კიარდლა
იარვამაა Järva maakond EE-51 35926 2,623 14,5 პაიდე

XIII საუკუნეში ესტონეთი იყოფოდა 8 მაზრად: ვირუმაა, ლიანემაა, რივალა, საარემაა, საკალა, უგანდი, ჰარიუმაა და იარვამაა. სსრკ-ს შემადგენლობაში შეცვლის შემდეგ ესტონეთი 1947 წელს დაიყო რაიონებად, ხოლო 1952 წელს ოლქებად. სულ არსებობდა სამი ასეთი ოლქი.

თუმცა ასეთი დაყოფა 1953 წელს გაუქმდა. 1987 წელს ესტონეთი იყოფოდა 15 რაიონად და 6 რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად. ადმინისტრაციული დაყოფის ეს სისტემა შენარჩუნდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც, თუმცა რაიონებს ეწოდათ მაზრები. ზოგიერთ მათგანს შეეცვალა სახელწოდება. რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქები, მათ შორის ტალინიც გაერთიანდა მაზრების შემადგენლობაში.