სერბეთის ადმინისტრაციული დაყოფა
სერბეთის ადმინისტრაციული დაყოფა — სერბეთი არის უნიტარული სახელმწიფო. მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სისტემა მოიცავს 2 ავტონომიურ მხარეს და 174 თემს და ქალაქს. რამდენადაც 28 თემი და 1 ქალაქი კოსოვოს ტერიტორიაზე მდებარეობს, რეალურად სერბეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე 117 თემი და 28 ქალაქია.
სტატისტიკური მიზნებისთვის სერბეთი ასევე იყოფა 29 ადმინისტრაციულ ოლქად.
ავტონომიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერბეთის შემადგენლობაში გამოიყოფა ორი ავტონომიური მხარე:
- ავტონომიური მხარე ვოევოდინა, დედაქალაქი — ნოვი-სადი
- ავტონომიური მხარე კოსოვო და მეტოხია, დედაქალაქი — პრიშტინა
კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური მხარის ტერიტორიაზე 2008 წლის 17 თებერვალს გამოცხადდა ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფო — კოსოვოს რესპუბლიკა. ავტონომიური მხარის უდიდესი ნაწილი კონტროლირდება კოსოვოს რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ.
სერბეთის ტერიტორიის ნაწილს, რომელიც ორი ავტონომიური მხარის საზღვრებს იქითაა, ეწოდება ცენტრალური სერბეთი და თავის მხრივ არ წარმოადგენს ცალკეულ ადმინისტრაციულ ერთეულს და იმყოფება რესპუბლიკის ხელისუფლების პირდაპირ მორჩილებაში.
ადმინისტრაციული ოლქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერბეთის ტერიტორია დაყოფილია 29 ოლქად და ბელგრადად. ვოევოდინას ავტონომიური მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს 7 ოლქი, კოსოვოსა და მეტოხიის ტერიტორიაზე — 5 ოლქი, სერბეთის ცენტრალურ ნაწილში — 17.
ცენტრალური სერბეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვოევოდინას ავტონომიური მხარე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური მხარე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| ოლქი | რუკა | ოლქის ცენტრი | ფართობი, კმ² | თემების რაოდ. |
თემები | დასახლებული პუნქტების რაოდენობა |
|---|---|---|---|---|---|---|
| კოსოვოს ოლქი | პრიშტინა | 3095 | 10 | პოდუევოს თემი, ობილიჩის თემი, პრიშტინის თემი, კოსოვო-პოლეს თემი, გლოგოვაცის თემი, შტიმლეს თემი, შტრპცეს თემი, უროშევაცის თემი, კაჩანიკის თემი, ლიპლიანის თემი. | 393 | |
| პეჩის ოლქი | პეჩი (სერბეთი) | 2460 | 5 | ისტოკის თემი, პეჩის თემი, კლინის თემი, დეჩანის თემი, ჯიაკოვიცის თემი. | 317 | |
| პრიზრენის ოლქი | პრიზრენი | 1902 | 4 | სუვა-რეკის თემი, ორახოვაცის თემი, პრიზრენის თემი, გორის თემი (სერბეთი) | 220 | |
| კოსოვო-მიტროვიცის ოლქი | კოსოვსკა-მიტროვიცა | 2054 | 6 | ზუბინ-პოტოკი, ლეპოსავიჩის თემი, ზვეჩანის თემი, კოსოვსკა-მიტროვიცის თემი, სრბიცის თემი, ვუჩიტრნის თემი | 335 | |
| კოსოვო-პომორავის ოლქი | გნილანე | 1388 | 4 | კოსოვსკა-კამენიცის თემი, ნოვო-ბრდოს თემი, გნილანეს თემი, ვიტინის თემი | 184 |
თემი და ქალაქი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადგილობრივი თვითმმართველობა სერბეთში ხორციელდება თემსა (opstina) და ქალაქში (grad). თემის ან ქალაქის ასამბლეა (skupstina) აირჩევა ოთხი წლის ვადით პირდაპირი წესით. ასევე აირჩევა თავმჯდომარე (predsednik) თემებში ან ქალაქისთავი (gradonacelnik) ქალაქებში. ასამბლეა ირჩევს ვეჩეს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| |||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||
| |||||||||||