შინაარსზე გადასვლა

ბოსნია და ჰერცეგოვინის ადმინისტრაციული დაყოფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოსნია და ჰერცეგოვინის ადმინისტრაციული ერთეულების რუკა.

ბოსნია და ჰერცეგოვინის ადმინისტრაციული დაყოფაბოსნია და ჰერცეგოვინა არის ფედერაციული სახელმწიფო, რომლის სტატუსი და ადმინისტრაციული დაყოფა დადგინდა 1995 წელს დეიტონის შეთანხმებით, რომლითაც დასრულდა სამწლიანი ბოსნიის ომი. ბოსნია და ჰერცეგოვინა იყოფა ორ ფედერალურ სუბიექტად: სერბიული რესპუბლიკა და ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაცია. ამ ორი ერთეულის კონდომინიუმია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბრჩკოს ოლქი .

ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაცია იყოფა 10 კანტონად (ბოსნ. kantoni).

ზოგიერთი კანტონის მოსახლეობა ეთნიკურად შერეულია და მათ გააჩნია გნსაკუთრებული კანონები მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობისთვის. კანტონს მართავს პრემიერი, მის გარდა არსებობს კანტონის სამინისტროები და სააგენტოები.

სერბული რესპუბლიკა ბოსნია და ჰერცეგოვინის ფედერაციისაგან განსხვავებით იყოფა 6 რეგიონად (სერბ. регије)[1][2].

  1. პრიედორი (ადრე შედიოდა ბანია-ლუკის რეგიონში)
  2. ბანია-ლუკა, მის შემადგენლობაშია 2 სუბრეგიონი მრკონიჩ-გრადის სუბრეგიონი და გრადიშკის სუბრეგიონი
  3. დობოი
  4. ბიელინა, მის შემადგენლობაშია ზვორნიკის სუბრეგიონი
  5. ისტოჩნო-სარაევო (აღმოსავლეთი სარაევო), მის შემადგენლობაშია ფოჩის სუბრეგიონი
  6. ტრებინე

ქალაქი ბრჩკო, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ეს ტერიტორია ერთდროულად ეკუთვნის ფედერაციის ორივე სუბიექტს და იმყოფება საერთაშორისო ზედმხედველობის ქვეშ.

ბოსნია და ჰერცეგოვინას ფედერაციის კანტონები იყოფიან 22 ქალაქად და 57 თემად (ბოსნ. općine), ხოლო სერბთა რესპუბლიკის რეგიონები კი 10 ქალაქად და 54 თემად. (სერბ. општина).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]