უნგრეთის ადმინისტრაციული დაყოფა ― უნგრეთი არის უნიტარული სახელმწიფო, რომელსაც აქვს რამდენიმედონიანი ადმინისტრაციული დაყოფა. სტატისტიკური მიზნით უნგრეთი დაყოფილია 7 რეგიონად (უნგრ.Magyarország régiói), რომლებსაც სამართლებრივი სტატუსი არ აქვს. თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფა მოქმედებს 2013 წლიდან.
უნგრეთი დაყოფილია 19 მედიედ, რომლებსაც ემატება და რეგიონული სტატუსის ქალაქი ბუდაპეშტი. მედიეს საკრებულო (megyei közgyûlés) აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი წესით. მედი ახორციელებს იმ უფლებამოსილებებს, რასაც ვერ ახორციელებენ მუნიციპალიტეტები, თუმცა მედიეს არ აქვს მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში ჩარევის უფლება. მედიეს მმართველს (közgyülés elnöke) ირჩევს საკრებულო საკუთარი შემადგენლობიდან
უნგრეთის ადმინისტრაციული დაყოფა მედიეებად
(რომელიმე მედიეს სახელწოდებასა თუ გამოსახულებაზე დაწკაპუნებით გადახვალთ შესაბამის სტატიაზე.)
მედიეები იყოფა 174 რაიონად. რაიონები თავის მხრივ მოიცავს მუნიციპალიტეტებს, რომლებიც წარმოადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებს. სულ მუნიციპალიტეტების რაოდენობა არის 3155. 1993 წლისათვის არსებობდა 1607 თვითმმართველი ერთეული. მერი და საკრებულო აირჩევა პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით. მერი, ამავდროულად, არის საკრებულოს წევრი. მუნიციპალიტეტებში, სადაც 3000-ზე მეტი მცხოვრებია, მერი მუშაობს სრულ განაკვეთზე, ხოლო უფრო მცირე ზომის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს შეუძლია დაადგინოს ნახევარი განაკვეთი. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ნოტარიუსი. დედაქალაქი ბუდაპეშტი იყოფა 23 მუნიციპალიტეტად.
1 ქვეყნები, რომლებიც მდებარეობს ევროპის საზღვრებთან, 2 ქვეყნები, რომლებიც მდებარეობს დასავლეთ აზიაში, 3 ქვეყნები, რომლებიც მდებარეობს ევროპა აზიის საზღვრებთან.