შინაარსზე გადასვლა

საფრანგეთის ტურიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერსალის სასახლე
ეიფელის კოშკი
მარსელი
სტრასბურგის საკათედრო ტაძარი
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დასავლეთის ფასადი

საფრანგეთი განვითარებული ტურისტული ინდუსტრიის ქვეყანაა, მას წელიწადში დაახლოებით 60 მლნ. ადამიანი სტუმრობს. ძვირადღირებული კურორტებიისა და სასტუმროების (კანი, ნიცა, სენ -ტროპე) გვერდით ვხვდებით შედარებით დაბალფასიან ტურისტულ ზონებს. გარდა ხმელთაშუა ზღვის რეგიონისა, ტურიზმი განვითარებულია ატლანტის ოკეანის და ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე, პროვანსში. საფრანგეთის ალპები მთელი წლის განმავლობაში იღებს ტურისტებს. სასტუმროს სერვისები უმაღლეს დონეზეა და ქვეყნისათვის დიდი მოგება მოაქვს.

პარიზი არის საფრანგეთის ადმინისტრაციული, პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. მიუხედავად ორი მსოფლიო ომისა, ქალაქის ცენტრი შესანიშნავი ბულვარებითა და ინფრასტრუქტურით ნაპოლეონის დროს მოგვაგონებს. ლუვრი, ვერსალი, ტრიუმფალური თაღი, ვანდომის მოედანი, ტუილრის ბაღი, ეიფელის კოშკი, დ’ორსეს სადგური, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ეს ის ნაგებობებია, რომლებიც იზიდავს ათასობით ტურისტს. ისტორიული ადგილები, მდიდრული კაფეები და მეფეთა სასახლეები, არისტოკრატული რეზიდენციები და ულტრათანამედროვე მაღალსართულიანი სახლები აქ ერთადაა თავმოყრილი. პარიზი მსოფლიოს ერთ – ერთი სიცოცხლით სავსე ქალაქია. აქ მდებარეობს 2000–მდე მონუმენტი, 200 მუზეუმი, მთავარი ღირსშესანიშნაობები მდინარე სენის სანაპიროზე, ქალაქის ცენტრშია თავმოყრილი. “პარიზის გულიდან” ოდნავ მოშორებით, კუნძულ სიტეზე, განთავსებულია ლუვრი, მსოფლიოს ერთ – ერთი ღირსშესანიშნავი მუზეუმი. ლუვრიდან ელისეს მინდვრების მიმართულებით ტუილრის ბარში მდებარეობს იმპრესიონისტებისა და ორანჟერის მუზეუმი. თანხმობის მოედნიდან, ელისეის მინდვრების მარცხნივ მდებარეობს ორი მსგავსი შენობა: გრან – პალე და პტი - პალე. პირველში იმართება სეზონური გამოფენები, მეორეში განთავსებულია ქალაქის მუზეუმი, სადაც ხელოვნების ნიმუშები ინახება. ლუვრიდან მარჯვნივ მდებარეობს პომპადუს ცენტრი, სადაც XXს. – ის ნახატები და სკულპტურები ინახება, მისგან ოდნავ მოშორებით მდებარეობს პარიზის ისტორიის მუზეუმი –კარნავალე. ყველაზე დიდი მუზეუმები მდებარეობს მდინარე სენას მარცხენა სანაპიროზე: იმპრესიონისტთა მუზეუმი, გარ დ’ორსე, შუასაუკუნეების ხელოვნების მუზეუმი, როდენის მუზეუმი. გარდა ამისა პარიზში თავმოყრილია დიდი რაოდენობის კოლექციები, საგამოფენო დარბაზები, ძალიან საინტერესო ექსპონატები. მთელი ქალაქი, მთელი თავისი უძვირფასესი სასახლეებით, უნიკალური არქიტექტურული ანსამბლებით და სკულპტურებით ტურისტების წინაშე იშლება, როგორც უძვირფასესი მუზეუმი. არქიტექტურულ - ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს შორის აუცილებლად გამოყოფენ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, რომელიც ადრინდელი გოთიკის ნაგებობაა (1163 - 1345), აღფრთოვანებას იწვევს ტაძრის სამი პორტალი: გალერეა ქიმებით, კოშკები, უნიკალური ვიტრაჟები. პარიზში იმართება უმაღლესი დონის სამოდელო ჩვენებები, აქ მაღალი მოდა უკავშირდება ისეთი მოდელიორებისა და დიზაინერების სახელებს, როგორიცაა ივ სენ ლორანი, კოკო შანელი, კრისტიან დიორი, პიერ კარდენი და სხვები. მათი ატელიეები დღეს მსოფლიო სამოდელო სახლებადაა ქცეული. პარფიუმერია, გალანტერეა და სხვადასხვა ხელოსნის საიუველირო ნაკეთობები სამოდელო სახლებთან ერთად შეადგენს დიდი “ლუქსის ინდუსტრიას”. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ყოველდღიურად იმართება გამოფენები, რომლებიც სეზონებთანაა დაკავშირებული, გამოიფინება ასევე მზა ტანსაცმელი “ პრეტ - ა - პორტეს ხაზები”.

პარიზი ცნობილია თავისი გართობის ინდუსტრიით, აქ მდებარეობს 100 თეატრი და კაფე, 400 კინოთეატრი, გარდა საოპერო და დრამატული თეატრებისა აქ მდებარეობს მრავალი საესტრადო და საკონცერტო დარბაზი, კაბარეები, საცეკვაო ბარები და ღამის კლუბები. ისინი ძირითადად თავმოყრილია სამ ადგილას: მონპარნასი – მდინარე სენას მარცხენა სანაპირო, სენ-ჟერმენ-დე-პრე – მდინარე სენას მარცხენა სანაპირო, მონმარტი – მდინარე სენას მარჯვენა სანაპირო. მდინარის ორივე სანაპიროზე უწყვეტლივ განლაგებულია რესტორნები, კაფეები, ღამის კლუბები, აქვეა პიგალის მოედანი, კაბარე “მულენ რუჟი”, რესტორანი “ლა ვინი”.

მრავალი კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობა მდებარეობს პარიზის შემოგარენში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ვერსალის სასახლე, რომელიც აიგო ლუდოვიკო XIV – ისათვის, რამბუიეს არქიტექტურული ანსამბლი – პრეზიდენტის რეზიდენცია, ვენსენკის ციხესიმაგრე, კონდეს ოჯახის სასახლე შანტში, სენ - დენის ტაძარი _ ეპისკოპოსის რეზიდენცია და საფრანგეთის მეფეთა საკურთხეველი XII - XVIაუკუნეებში, შარტრის ტაძარი, ნაციონალური სიძველის მუზეუმი, სენ-ჟერმენ-ან-სენის ციხესიმაგრე, სადაც მოთავსებულია მსოფლიოს ერთ – ერთი უმდიდრესი ისტორიამდელი ეპოქის ნივთების კოლექცია. საავიაციო - კოსმოსური მუზეუმი ლე - ბურჟეში აეროპორტის ტერიტორიაზე, სადაც განლაგებულია სამოქალაქო და სამხედრო თვითმფრინავები 1897 წლიდან დღემდე. კლოდ მონეს სახლი ჟივერნში, პარიზის შემოგარენში ასევე მდებარეობს ევროდისნეილენდი, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ეს გასართობი კომპლექსი ძალიან პოპულარულია ქვეყნის ტურისტებს შორის, ორჯერ მეტი ვიზიტორი ჰყავს ვიდრე ლუვრსა და ეიფელის კოშკს. ტურისტების დიდ ინტერესს იწვევს შუა საუკუუნეების ციხესიმაგრეები მდინარე ლუარას სანაპიროზე: შენონსო, ანჟე, ამბუაზი, შამბორა, შინონი და სხვები. ანჟიდან და შენონიდან, ასევე კლასიკური სტილის აზ-ლე-რიდოდან და შენონსოდან კარგად ჩანს წარსული ეპოქის სული, საიდუმლოება და რომანტიზმი. თითოეულ მათგანს აქვს თავისი ისტორია, მდიდარი დაუჯერებელი ამბებითა და ფაქტებით. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს რივიერას რეგიონი - ლაჟვარდოვანი სანაპირო, რომელიც საფრანგეთის სამხრეთით მდებარეობს და ესაზღვრება იტალიის რივიერას. მზიანი პლაჟები, ტენისის მოედნები, მუზეუმები, ფეშენებელური სასტუმროები, მყუდრო კაფეები ახალ სამყაროს ქმნიან, რომელიც სიცოცხლითაა სავესე. ეს სანაპირო სტუმრებს სთავაზობს პეიზაჟების დიდ პალიტრას, შესასნიშნავ ადგილებს სეირნობისა და გართობისათვის.

რეგიონი იკავებს 43,000 კვადრატულ კილომეტერს, 120კილომტრი სანაპირო ზოლით, 40 კმ - პლიაჟით. ტერიტორიის 80% მთიანი მასივია, 175 ჰ. ტყით, 1000 უხვი მდინარით, სანაპიროზე ინფრასტრუქტურა მაღალგანვითარებულია. სარკინიგზო და სამანქანო გზების ქსელი რეგიონს აკავშირებს საფრანგეთისა და ევროპის დიდ ქალაქებთან.

ნიცის საერთაშორისო აეროპორტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტურიზმის განვითარებაში, წელიწადში 8,6 მლნ ადამიანს ემსახურება, 80 საერთაშორისო მარშრუტით 28 ქვეყანას შორის და იღებს თვითმფრინავებს 45 ავიახაზიდან. სასტუმრო მომსახურება შედგება ლუქსის კლასისა და სასტუმრო რეზიდენციისაგან. კონგრესის 9 სასახლეში შეიძლება ჩატარდეს საქმიანი შეხვედრები მაღალ დონეზე. 19 სამთო კურორტი ფუნქციონირებს დეკემბრიდან მაისამდე. ლაჟვარდოვანი სანაპირო მთელი წლის განმავლობაში წარმოადგენს ტურისტებისათვის ერთ – ერთ ძირითად მიმართულებას, მსოფლიოში ცნობილი კულტურული ღირსშესანიშნაობების გამო: კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად მაისში ტარდება, კარნავალი ნიცაში - ტარდება თებერვლის თვეში. თუ რა მნიშვნელობისაა ეს რეგიონი, ამის სრულად თქმა შეუძლებელია, აქ მრავალი რამაა წარმოდგენილი. მუზეუმები, გამოფენები, მაღაზიები, საზღვაო ზოოპარკი, სამორინეები, ღამის კლუბები, სპექტაკლები და სხვა. ტურისტების ყურადრებას ასევე იქცევსმონაკო, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ალპების ძირში 195 ჰექტარზე, 12 კმ-ის მოშორებით იტალიის რივიერისგან. დღეისათვის მონაკო სუვერენული სახელმწიფოა, თუმცა არანაირი საბაჟო არ ფუნქციონირებს მონაკოსა და საფრანგეთის საზღვარზე, რაც თავისუფალ მიმოსვლას აადვილებს. საშუალოდ წელიწადში აქ 300 მზიანი დღეა, მონაკო ტურისტებს იზიდავს პლიაჟებით, თელასოთერაპიის ცენტრებით, მუზეუმებითა და ტროპიკული აკვარუიმებით. მონაკოში სტუმრების მისაღებად მრავალი სასტუმრო მუშაობს, რომეთა რანგი 4 ვარსკვლავით განისაზღვრება. მონტე კარლო, ევროპის სამორინეების დედაქალაქია. ეს ერთ – ერთი ქალაქია იმ სამ ქალაქს შორის, სადაც სამორინეებისა და სათამაშო აპარატების ქსელია გავრცელებული. ქალაქი მონაკოს შემადგენლობაშია და ტურისტებს იზიდავს 1863 წელს აგებული სამორინით, ქალაქში მრავალი სათამაშო აპარატი და სამორინეა წარმოდგენილი, ქალაქში არსებული მდიდრული სასახლეები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს ტურისტებზე.

ტურისტების ყურადღებას იქცევს ქვეყნის ჩრდილოეთით არსებული დასავლეთ ატლანტის ყველაზე მზიანი სანაპირო პუატუ შარანტის რეგიონი, აქ წარმოდგენილია საერთაშორისო სტანდარტის ქვიშიანი სანაპიროები, ისეთი როგორიცაა რუაიანი, ასევე პატარა ქალაქი: ფურასი, ლა პალმირი, სენ-პოლ-სიურ-მერი, მეშერი, ეს პლიაჟები გამოსადეგია საიალქნო სპორტისა და საქარე სერფინგისათვის. ისეთი ციხესიმაგრეები, როგორიცაა ფორტ ბოიარდი, სანაპიროს იცავდნენ ზღვის მხრიდან. პლიაჟიდან შესაძლებელია გამგზავრება ყველანაირი სააექსკურსიო მარშრუტზე, რეგიონს ქალაქების მასშტაბით, სადაც ძვირფასი ისტორიული წარსული დღემდე შეიმჩნევა.

ლა როშელი თავისი მრავალრიცხოვანი მუზეუმებითა და ცხვორების სტილით საუკუნეების მაძილზე იზიდავდა ხალხს. რაშფორის სასახლე დაკავშირებულია ამ საპორტო ქალაქის ისტორიასთან. ბრუაჟი ეს სარის ძველი გამაგრებული ციხესიმაგრე, ცნობილი იყო, როგორც მარილის სავაჭრო ცენტრი, მაგრამ შემდგომში ზღვამ უკან დაიხია და მისი შემოგარენი ჭაობით დაიფარა. ანგულებთან ახლოს მდებარეობს XVIIს - ის საუკუნის ფრანგი მწერლების დასასვენებელი ადგილი ლარიშფუკო. სანტოჟეში წარმოდგენილია კარგად შენახული რომანული ეკლესიები.

მსოფლიოში ცნობილია საფრანგეთის ალპების სამთო კურორტები. აღსანიშნავი კურორტებია: ლეზარკი, ლაპლანი, მენიუირი, ვალ დ იზერი, მერიბელი, შამონი და სხვა. მომბლანიდან მთელ სიცრცეში ჩრდილოეთიდან ყველაზე სამხრეთით მდებარე მთებამდე განლაგებუილია თანამდედროვედ აღჭუერვილი სათხილამურო ტრასები, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ჩქაროსნული ავტოსტრადებით. ფრანგული სამთო - სათხილამურო კურორტებისა და ტრასების მაღალ ხარისხიანობა იწვევს ტურისტების ყურადღებას. საშუალოდ სამთო -სათხილამურო კურორტები დამსვენებელს სთავაზობს 80 სხვადასხვა სახის სათხილამურო ტრასას სირთულის მიხედვით 150 კილომეტრამდე. კურორტების სპეციფიკურობა გამოიხატება სიმაღლიდან დაშვების ადგილებით, დასაშვები სადგურები განლაგებულია 1200მ-დან 3000მ-მდე. აქედან შესაძლებელია 2000მ-ის მანძილზე დაშვება, რაც გრძელი და საინტერესო დაშვების საშუალებას გვაძლევს. სამთო ტურიზმთან ერთად შესაძლებელია სპორტის სხვადასხვა სახეობებით დაკავება.

აქ მოემაერთებიან არა მარტო სპოერტსმენები შეჯიბრებებისათვის, არამედ გულშემტკივრებიც. Yყველაზე სანახაობრივ სპორტულ ღონისძიებებად ითვლება: მონტე კარლოს ავტორალი თებერვლის თვეში, 24საათიანი ავტო შეჯიბრებები ლე-მანში, ფრანგული დერბი შანტში, ტურ დე ფრანსი – ველორბოლა ივლისის თვეში, გარდა ამისა 1998 წელს აქ ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში და დიდი მუზარადის ღია ჩემპიონატი ჩოგბურთში. პარიზი ითვლება მსიოფლიო ლიდერად კონფერენციებისა და მაღალი ხარისხის ვაჭრობით. საქმიანი ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შემოსვლითი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის მესამედს წარმოადგენს. სხვადასხვა დეპარტამენების სავაჭრო პალატებს აქვთ შესაძლებლობა რომ მოაწყონ კომფერენციები და სამუშაო შეხვედრები.

საფრანგეთში ჩასვლის ვადების კლასიფიკაცია: ტურისტული ვიზიტები 2 კვირა (ერთი თვის განმავლობაში), კერძო ვიზიტები 2 თვემდე და სამუშაო ვიზიტები 3 თვემდე. საფრანგეთის შიდა ტურისტული ბაზარი ტენდენციის მიხედვით განსხვავდება სხვა დასავლეთ ევროპული შიდა ტურისტული ბაზრისაგან.

  • 1. ფრანგების არც თუ ისე დიდი ნაწილი უპირატესობას ანიჭებს საღვარგარეთ დასვენაბას (წელისადში დაახ. 18 %)
  • 2.არდადეგების პერიოდი _ საზაფხულო არდადეგები ივლისსა და აგვისტოში. საშობაო არდადეგები, თებერვლის არდადეგები და სააღდგომო არდადეგები.
  • 3. ფრანგები უპირატესობას ანიჭებენ საავტომობილო ტურიზმს (შიდა ტურისტების 81%).
  • 4. ტურისტების დიდი ნაწილი ქალაქში მცხოვრებია.

საინტერესოა ისიც, რომ მოგზაურობის დროს ფრანგებს არ უყვართ სასტუმროებში დაბინავება, სასტუმროებზე მოთხოვნა იზრდება ზამთრობით. საფრანგეთის შიდა ტურისტების დაახოებიათ 50% ამჯობინებს ზაფხულობით დასვენებას ზღვაზე, 25% - სოფლად და 17% - სამთო კურორტებზე. ზამთორბით ზღვაზე ისვენებს 17 %, სოფლად _ 28% და მთაში _ 4%. რაც შეეხება შემოსვლით ტურიზმს, ზაფხულობით ყველაზე პოპულარულია ესპანეთი და იტალია. ბოლო წლების მონაცემებით საფრანგეთში ჩამოდიან ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: აშშ, აზიის ქვეყნები, კარიბის ზღვის ფრანგული კუნძულები და ფრანგული პოლინეზია. საქმიანი ტურისტების დიდი რაოდენობა მოდის გერმანიასა და დიდ ბრიტანეთზე. საფრანგეთის ერთ - ერთ მთვარ ტურისტების გენერატორ ქვეყანას წარმოადგენს გერმანია, საიდანაც ყოველწლიურად შემოდის სტუმართა 25%, შემდეგ დიდი ბრიტანეთი, ბელგია, შვეიცარია, იტალია, ნიდერლანდები და ესპანეთი. საფრანგეთში შემოსული ტურისტების უმრავლესობა დასვენაბას ამჯობინებს რივიერაზე, (წელიწადში 35 მლნ ტურდღე სასრტუმროებსა და კარავებში), პარიზი (15,5მლნ ტურდღე სასტუმროებში) ალპები, აკვიტანია და სანგედოკ – რუსილიონი (თითოეულში 6მლნ ტურდღე წელიწადში).

ტურისტული ფორმალობები და სასაზღვრო შეზღუდვები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთში გასამგზავრებლად და ვიზის ასაღებად სავალდებულო დოკუმენტაციაა: საზღვარგარეთის პასპორტი, ორი ფოტოსურათი, პირადობის ქსეროასლი, ბავშვებისათვის დაბადების მოწმობის ქსეროასლები. ანკეტის შევსება და ასევე ბავშვის გამგზავრების შემთხვევაში ნოტარიუსის მიერ დამოწმებული მშობლების ნებართვა. ვიზა ფორმდება 20 დღის განმავლობაში.

ქვეყანაში აკრძალულია იარაღის, ნარკოტიკის, ფეთქებადი და აკრძალული ნივთების შეტანა. სასაზღვრო კონტროლს ექვემდებარება ანტიკვარიატი,იარაღი, ოქროს გარკვეული რაოდენობა. შესაძლებელიაფულისა და მასთან ერთად სამგზავრო ჩეკების გამოყენება. ქვეყნის ვალუტუაა ევრო